ჩინეთი, საცობები
Aa
Aa

750 მილიონი მგზავრი და ასი ათასობით მანქანა | უპრეცედენტო საცობი ჩინეთში

სოციალურ მედიაში რამდენიმე დღის წინ ვირუსულად ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც ჩინეთის უდიდეს საბაჟო პუნქტზე გაჩერებული ასიათასობით მანქანა ჩანდა. ეს კადრები 6 ოქტომბრით თარიღდება, რა დროსაც 8-დღიანი ეროვნული ზეიმისა და შემოდგომის ფესტივალის დასრულების შემდგომ მილიონობით მგზავრი სახლში ბრუნდებოდა.

ვირუსულ ვიდეოებში ჩანს, რომ 36-ზოლიანი საბაჟო პუნქტი ავტომობილების უკანა წითელი მაშუქებითაა განათებებული. ავტომობილების კი ერთმანეთის მიყოლებით საბაჟო პუნქტის გავლას ელოდებიან. არსებული მონაცემებით, პუნქტი ბოლო დღეს 120 000-ზე მეტი მანქანის მიღებას ვარაუდობდა.

დრონით გადაღებულ კადრებში ვხედავთ, როგორ მოძრაობს რამდენიმე მანქანა ერთდროულად რადმენიმე ზოლში - საბაჟო პუნქტის გასავლელად. თუმცა ამ გადაწყვეტილებით, დამატებთ 4-ზოლიანი რიგები იქმნება, რაც სიტუაციას ამძაფრებს. როგორც ცნობილი გახდა, ადამიანების უმეტესობას 30 საათზე მეტიც კი მოუწია, ამ საცობში გაჩერებულიყო.

თუმცა სოციალურ ქსელში ბევრმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ჩინეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი საცობიც ხომ სწორედ აქ არის დაფიქსირებული. შემთხვევა 2010 წელს მოხდა. ჩინეთის ეროვნულ გზატკეცილზე მოძრაობა 14 აგვისტოს შეიზღუდა და წარმოქმნილმა საცობმა 100 კილომეტრზე მეტი დაფარა. საცობი 12 დღეს გაგრძელდა. ამის მიზეზი რამდენიმე ძირითადი ფაქტორი გახდა, მათ შორის პეკინისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები, გზის სამუშაოები და მანქანების გაუმართაობა.

მსგავსი სიახლეები