სუპერქარი, ცეცხლი, ფერარი, ფერარი სპაიდერი, ფერარი 458 სპაიდერი
Aa
Aa

Ferrari 458 Spider-ი სადილეროს დატოვებიდან 1 საათში სრულად დაიწვა

ცოტა ხნის წინ იაპონიაში ერთი უცნაური ფაქტი მოხდა. Ferrari 458 Spider-ი, რომელიც მის მფლობელს სადილეროდან ერთი საათის გამოყვანილიც კი არ ჰყავდა, გზატკეცილზე სრულად დაიწვა. საბედნიეროდ მძღოლი გადარჩა, თუმცა თავის ბავშვობის ოცნებასთან გამომშვიდობება ძალიან მალე მოუხდა.

33 წლის იაპონელი პროდიუსერი, რომელიც ბავშვობიდან Ferrari-ის ფლობაზე ოცნებობდა, 10 წელი ავტომობილისთვის საკმარის თანხას აგროვებდა. ეს დღეც დადგა და ჰონკონს მისი დამსახურებული 458 Spider-ის გასაღებიც გადაეცა. თუმცა მოვლენები ძალიან სწრაფად შეიცვალა.

View this post on Instagram

A post shared by @rageroads

„ჩემი Ferrari სადილეროს დატოვებიდან ერთ საათში ცეცხლის ალში გაეხვა. დარწმუნებული ვარ, რომ იაპონიაში სხვას მსგავსი საშინელი გამოცდილება არ ჰქონია“, - წერს Ferrari-ის აწ უკვე ყოფილი მფლობელი სოციალურ ქსელში.

ჰონკონი იაპონიის გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც თეთრი კვამლი შეამჩნია და მანქანა სწრაფადვე გააჩერა. თუმცა ავტომობილის შეჩერებიდან მალევე, Ferrari ცეცხლის ალში გაეხვა. მეხანძრეები ადგილზე 20 წუთში გამოჩდნენ, თუმცა სუპერქარის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. ტოკიოს საგამოძიებო უწყება მომხდარს უკვე იძიებს, თუმცა კონკრეტული პასუხები არ აქვს.

 

მსგავსი სიახლეები