კლასიკური ავტომობილები, მიტოვოებული მანქანები, მერსედესი, მერსედეს 300ესელი გულვინგი
Aa
Aa

$2-მილიონიანი ოცნება, რომელიც თავის ტკივილად იქცა | Gullwing-ის ისტორია

კანზასელმა YouTuber-მა, ტაილერ ჰუვერმა - Hoovie’s Garage-დან - დიდი ხნის ოცნება აისრულა და საკულტო ავტომობილი, $2 მილიონის ღირებულების Mercedes 300SL Gullwing-ი შეიძინა. თუმცა მალევე, საყვარელი ავტომობილი დიდ თავის ტკივილად ექცა, რაც ძირითადად მხოლოდ ერთი ფაქტორის დამსახურება გახლდათ: ეს გამორჩეული კლასიკა, ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში, ხელუხლებლად იყო გაჩერებული.

დამხმარე ხელოსან ნეტთან ერთად, ავტომობილის აღდგენაზე მუშაობისას, ჰუვერმა აღმოაჩინა, რომ Mercedes-ის მდგომარეობა იმაზე ცუდი იყო, ვიდრე თავიდან ვარაუდობდა. მთავარი პრობლემა სამუხრუჭე ბარაბნები გამოდგა, ოთხივეს შეცვლა კი მას $14 000-მდე დაუჯდა. აღდგენას საჭიროებდა უკანა ღერძისა და მუხრუჭების ნაწილები, ინდივიდუალურად უნდა დამზადებულიყო ახალი საკიდრები და შუასადებები. შესაცვლელი იყო საწვავის ავზიც და საბურავებიც.

მაგრამ YouTuber-ი მზად იყო, თავისი ოცნებისთვის ფრთები შეესხა და აქ გაჩერებას არ აპირებდა. ამ მოდელის შეძენა მისი დიდი ხნის ოცნება იყო, თუმცა ფასების ზრდამ შანსი არ დაუტოვა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიტოვებული მოდელი 2 მილიონ აშშ დოლარად აღმოაჩინა, მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. ეს ფასი კი, Gullwing-ის მსგავსი მოდელისთვის, საკმაოდ დაბალი შეფასებაა. ჰუვერს სურდა, თავისი 300SL რალისთვის მოემზადებინა, რომელშიც SL-ის სხვა მფლობელებს 1 000 მილის (1.6 კმ) დაფარვაში შეეჯიბრებოდა.

ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჰუვერის „წმინდა გრაალი“ გზაზე დასაბრუნებლად თითქმის მზადაა. თუმცა მისი გამოცდილება მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს - მილიონი დოლარის ოცნებებიც კი, შესაძლოა დიდი ხარჯებისა და თავის ტკივილის მიზეზად იქცეს. ასე რომ კარგად დაფიქრდით, სანამ მსგავს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები