აუქციონი, ფერარი, ფერარი ლაფერარი, უნიკალური ავტომობილი, ფერარი 458 იტალია
Aa
Aa

ყველაზე იშვიათი 458, რომელიც გინახავთ | Ferrari-ის $1-მილიონიანი V12 პროტოტიპი

მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც 458 Italia-ს პლატფორმაზე შექმნილი LaFerrari-ის პროტოტიპი ამერიკის შეერთებულ შტატებში $1.215 მილიონად გაიყიდა. ახლა კი აუქციონზე კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო ავტომობილი გამოჩნდა, რომელიც Ferrari-ს ჰიბრიდული ჰიპერქარის ისტორიის საინტერესო თავს მოგვითხრობს.

შიდა სივრცეებში ცნობილი, როგორიც M6, ეს მანქანა Ferrari-ს LaFerrari-ს ადრეული ტესტირების პროგრამის ნაწილი იყო. ის 458-ს ჰგავს, მაგრამ V8-ის ნაცვლად, მასში მძლავრი V12 ძრავაა დამალული, რომელიც მოგვიანებით LaFerrari-ს ჰიბრიდულ ჰიპერქარშიც გამოიყენეს.

2012 წელს აწყობილი მანქანა ფიორანოს ტრასაზე მუხრუჭების, საკიდრის, საჭის მართვისა და Ferrari-ს ახალი სტაბილურობის სისტემის შესამოწმებლად გამოიყენებოდა. მას დროებითი ნაწილებიც კი მოჰყვებოდა, როგორიცაა უნიკალური უკანა პანელი და ბამპერები - ეს ყველაფერი ავტომობილს ახლაც მოჰყვება.

შიგნიდან ავტომობილი ძირითადად 458-ია, მაგრამ სარბოლო დეტალებით, როგორებიცაა გამაფრთხილებელი ნიშნები, წითელი გამშვები ღილაკი და ღია მავთულები. ავტომობილი თავდაპირველად, 2016 წელს კოლექციონერმა შეიძინა. თუმცა ამ მოდელით გადაადგილება საჯარო ქუჩებზე არც მაშინ და არც ახლა დასაშვები არ ყოფილა. მაგრამ ამ მოდელის მართვა, ზედმეტი პრობლემებისა და აკრძალვების გარეშე, ტრასებსა და კერძო გზებზე თავისუფლად შეგიძლიათ.

RM Sotheby's-ის ვარაუდით, ავტომობილის შეფასება აუქციონზე $1.3 მილიონს მიაღწევს. აუქციონი კი 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მანქანის შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

 

მსგავსი სიახლეები