Corvette Z06-ის მოზარდმა მძღოლმა, რომელიც პოლიციელებს 230 კმ/სთ-ით გაექცა, მწარე გაკვეთილი ისწავლა
19 წლის მოზარდი ტემპში, არიზონას შტატში, Corvette Z06-ით სამართალდამცველებს გაექცა, თუმცა მწარე გაკვეთილიც ისწავლა მას შემდეგ, რაც სიჩქარეს დასაშვებზე თითქმის 4-ჯერ გადააჭარბა. გვიან ღამით არეულობის გამოწვევა კი, კანონთან სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მოზარდს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისა და სხვებისთვის საფრთხის შექმნისთვის ბრალი უკვე წარედგინა. თანაც, სამართალდამცველებს აქვს ყველაფერი, დაწყებული გარე კამერებით დასრულებული თავად ეჭვმიტანილის მანქანიდან გადაღებული კადრებით, რაც თავიანთი სიმართლის დამტკიცებაში დაეხმარებათ.
Corvette-ის ბორტზე დამონტაჟებული Performance Data Recorder-ის ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ 9 სექტემბრის საღამოს, 230 კმ/სთ-ის სიჩქარით მიმავალ ავტომობილს პოლიციის ეკიპაჟი დაეწია, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს Corvette-ის მძღოლმა სამართალდამცველებისგან გაქცევა მოახერხა, პოლიციელებმა მეორე დღეს მისი დაკავება მაინც მოახერხეს.
ტემპეს პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ მათ მოზარდი, რომელიც ავტომობილს „დაუდევრად“ მართავდა, მეორე დილითვე შენიშნეს. ამჯერად კი, სამართალდამცველები მომზადებულები იყვნენ. პოლიციელების ავტომობილი, რომელსაც წინ ბამპერზე, შემაკავებელი აღჭურვილობა ჰქონდა დამაგრებული, მანქანას მიუახლოვდა. სპეციალური მოწყობილობით, რომელმაც ავტომობილის უკანა ბორბალი დაიჭირა და დააფიქსირა, სამართალდამცველებმა ავტომობილი გააჩერეს.
Road&Track-ის ინფორმაციით, არიზონაში პილიციელებისგან გაქცევა მე-5 კლასის დანაშაულია და ამ Z06-ის მძღოლს 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა ან/და 150 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.