Tesla, Bugatti, ტესლა, ბუგატი, სპორტქარი, ავტომშენებლობა
Aa
Aa

რამდენი Tesla-ს შექმნაა შესაძლებელი, სანამ Bugatti-ს სახელური იქმნება?

Tesla-ს ერთი ელექტრომობილის გამოშვება საშუალოდ 17 წამში შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ სანამ Bugatti თავისი სუპერქარისთვის კარის სახელურს შექმნის, ტესლა 60000 მანქანას ააწყობს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს უჩვეულო სულაც არ არის — სუპერქარების მწარმოებლები თითოეულ დეტალს უდიდეს ყურადღებას უთმობენ, რათა საბოლოო პროდუქტი უნაკლო გამოვიდეს.

ეს, რასაკვირველია, ეხება ისეთ მცირე კომპონენტებსაც კი, როგორიც კარის სახელურია — Bugatti მას იქამდე ცვლის, სანამ მისი ფორმა, აეროდინამიკა და ზომა იდეალური არ იქნება.

როგორ იქმნება ბუგატის კარის სახელურები

სუპერქარების სახელურები, ისევე როგორც ყველა ავტომობილი, მოლსემში იქმნება და თითოეული მათგანი საათობით იტესტება, სანამ მანქანას იდეალურად არ მოერგება. ფიზიკური ნიმუშის აწყობამდე, რა თქმა უნდა, ციფრული ვერსია იქმნება — ინჟინრები უზრუნველყოფენ იმას, რომ თითოეული შეხება სასიამოვნო და ბუნებრივი იყოს, რისთვისაც სწორი მასალის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.  

მაგალითად, ერთი სუპერქარისთვის, შესაძლოა, ეს მასალა ალუმინი იყოს, მეორისთვის — ტიტანი, მესამისთვის — ნახშირბადის ბოჭკო და ა.შ. 

ფაქტორები, რომელზეც მწარმოებელმა უნდა იფიქროს, არის მასალის გამძლეობა, წონა და ისიც კი, თუ როგორ იგრძნობა სახელურზე შეხება ცივ ან ცხელ ამინდში ხანგრძლივი გადაადგილების შემდეგ (რა თქმა უნდა, ცენტრალური მნიშვნელობა მაინც აეროდინამიკას აქვს). 

დიახ, სუპერქარების მწარმოებელები საქმეს სწორედ ასე უდგებიან — ყველა დეტალი თანაბრად მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი თუ პატარაა ის. 

მსგავსი სიახლეები