Tesla, ელექტრომობილი, ელექტრომობილები, ტესლა, უბედური შემთხვევა, დამმუხტველი
Aa
Aa

ელექტრომობილის დამმუხტველი Tesla-ს შეერთებისთანავე აფეთქდა — მიზეზები

ელექტრომობილების შესახებ „ჰეითერები“ ნეგატიურ მითებს ხშირად ავრცელებენ, თუმცა ზოგჯერ მათში სიმართლის მარცვალი მაინც მოიძებნება. დამუხტვასთან პოტენციურად, ბევრი შიში შეიძლება იყოს დაკავშირებული, თუმცა ისინი ძალიან იშვიათად რეალიზდებიან ხოლმე.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კანადაში მოხდა, როცა მოკლე ჩართვამ საჯარო დამმუხტველის აფეთქება გამოიწვია, რაც კამერებმაც დააფიქსირეს.

Tesla-ს მძღოლი კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში კომერციული (თუმცა არა Tesla-ს ბრენდირებით) დამმუხტველის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ეს მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა.

რა მოხდა სინამდვილეში?

A2Z ადაპტერის შეერთებიდან რამდენიმე წამში, როცა მამაკაცი 2-3 მეტრის დისტანციაზე იდგა, აფეთქების ტალღამ წააქცია — საბედნიეროდ, მძღოლს მძიმე დაზიანებები არ მიუღია და ნაკაწრებით გადარჩა. Tesla-ს წინა სავარძელზე იჯდა მისი მეუღლეც, რომელიც ასევე უვნებლად გადარჩა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დამმუხტველი ადაპტერს არანორმალურად მაღალი ვოლტაჟის ძაბვას გადასცემდა, რასაც ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო და მოკლე ჩართვამ, საბოლოოდ, აფეთქება გამოიწვია. აღასნიშნავია, რომ ადაპტერი კანადაში გამოსაყენებლად სერთიფიცირებული არ იყო, ვინაიდან მისი გაყიდვის დროისთვის ეს სტანდარტები არც არსებობდა.


ვანკუვერის ელექტრონული ტრანსპორტის ასოციაციის განცხადებით, არასერთიფიცირებული დამმუხტველების გამოყენება რისკთანაა დაკავშირებული, რადგან მათი უსაფრთხოება პროფესიონალებს არ გამოუცდიათ.

Tesla-ს მძღოლის თქმით, აღნიშნულ სადგურს ორი წელია იყენებს და აქამდე პრობლემა არ შეჰქმნია — ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სათანადო სტანდარტებით მონიტორინგის გარეშე სანდო მოწყობილობების გამოყენებაც კი შეიძლება, სახიფათო პროცესი იყოს.

რა თქმა უნდა, ეს ელექტრომობილების ინდუსტრიისათვის დიდი ინციდენტი არ არის, თუმცა მაინც გვაჩვენებს, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა!

მსგავსი სიახლეები