უიშვიათესი V12 BMW | უცნობი მოდელი გერმანული ავტოფარეხიდან
BMW-ის მოდელები ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა შედარებითი იშვიათობა იყოს, თუმცა ევროპის გზებზე გერმანული ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის სტატუსით სარგებლობს. BMW-ის რიგითი ავტომობილის ფლობით ალბათ რთულია ვინმე გააკვირვო, თუმცა იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ ამ ავტომწარმოებლის მოდელებს შორის ბევრ გამორჩეულ კლასიკას და ისეთ თანამედროვე ეგზემპლარსაც ვიპოვით, რომელიც ამ ბრბოსგან განსხვავებულია.
რეალურად, გერმანული ავტომწარმოებელი თავისი მოდელების სერიულ წარმოებებს გვთავაზობს და ნაკლებად, რომ ავტომობილები შეკვეთით დაამზადოს. თუმცა ეს M760Li xDrive სულ სხვა ამბავია. ეს ექსკლუზიურად დამზადებული V12 BMW M760Li xDrive ერთ-ერთ უიშვიათეს BMW-ებს შორისაა და ამჟამად გართიანებული სამეფოს გზებზე სულ რაღაც 21 ეგზემპლარითაა წარმოდგენილი.
ავტომობილი, რომლის გაცნობის საშუალება YouTube-ზე Resto Revival-ის დამსახურებით მოგვეცა, მხოლოდ პრესისა და კორპორაციული პარტნიორებისთვის იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნული მოდელი გაერთიანებულ სამეფოში 38 ეგზემპლარად იწარმოებოდა - აქედან ამჟამად 17 რეგისტრირებულია, როგორც გზებზე „მოხმარებიდან ამოღებული“, ხოლო როგორც გითხარით 21 ეგზემპლარი - მოქმედი სტატუსით - თავისუფლად გადაადგილდება.
ამ მოდელის გლობალურად წარმოებული ეგზემპლარების რაოდენობა ცნობილი არაა, თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ის ლიმიტირებული გამოშვებით სპეციფიკური ბაზრებისთვის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოსთვის შეიქმნა. BMW-ს უიშვიათესი მოდელის მფლობელთან ერთ-ერთი გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები რონია, რომელმაც YouTube გვერდს ამ ავტომობილის ფლობისა და მოვლის გამოცდილება გაუზიარა. მან BMW-ის ექსტერიერი მდიდრულ სახლს ან მონაკოს რესტორანს შეადარა და დასძინა, რომ ეს მოდელი „უკიდურესად თავმომწონეა“.
„ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, არა? ეკრანების დახრის ფაქტიც კი... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კოსმოსურ ხომალდში ვარ“, - განაცხადა ავტომობილის დათვალიერების შესახებ Resto Revival-ის კრეატორმა.
მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში მხოლოდ მანქანის დიზაინი არ გახლავთ, ის კაპოტქვეშაც არანაკლებ საინტერესო მახასიათებლებს მალავს. თქვენს განკარგულებაში მყოფი 6.6-ლიტრიანი ტვინტურბო V12 ძრავა 602 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მაქსიმალურ სიჩქარეს 250 კმ/სთ-ზე აღწევს. ავტომობილი 0-დან 100-მდე 3.7 წამში ჩქარდება. ხოლო 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ნაწილდება.
ცნობისთვის, V12-ძრავიანი M760Li xDrive ერთადერთი ლიმიტირებული წარმოების მოდელიც არაა, რომელიც ამ გერმანულ ბრენდს თავის ისტორიაში შეუქმნია. მათ შორის M3 GTR-ია, რომელმაც პოპულარობა Need For Speed: Most Wanted-ის შემდეგ მოიპოვა. ეს მოდელი მხოლოდ ათ ეგზემპლარად აწარმოვეს.