არასდროს დაამტვრიოთ Bugatti | რეალურად, რამდენი მილიონი ჯდება Chiron-ის შეკეთება?
YouTuber-ს, რომელსაც 3.6 მილიონად აშშ დოლარად შეფასებული Bugatti Chiron-ის აღდგენა სურდა, ახლა შესაძლოა სუპერქარის შეკეთება 1.7$ მილიონი დაუჯდეს. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Bugatti მას ამის გაკეთების საშუალებას მისცემს.
კრეატორმა, მეტ არმსტრონგმა, ამ დრომდე რამდენიმე სუპერქარი და ძვირად ღირებული სპორტქარი უკვე აღადგინა. თუმცა Chiron-ის შეკეთება მისი მცდელობების პიკი იქნება. ამის მიუხედავად, ავტომობილის შემოწმებისა და შეკეთების მცდელობის შემდეგ, ის იმაზე უფრო დიდ გამოწვევებსაც წააწყდება, ვიდრე პროექტის დაწყებამდე იფიქრებდა.

რეალურად, სირთულეები იმდენად გადაულახავი აღმოჩნდა, რომ Youtuber-მა პროექტის გაგრძელება ვეღარ შეძლო. აღნიშნული სუპერქარი სინამდვილეში კონტენტკრეატორ ალექს ჯი.-ის ეკუთვნოდა. როგორც ჯამში წარმოებული 60 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, ეს კონკრეტული Chiron-იც განსაკუთრებულია და ახალი დაახლოებით 3.6$ მილიონი ღირს. თუმცა მისი შეძენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, კრეატორი სუპერქარით პატარა იაპონურ პიკაპს შეეჯახა და დაზიანდა.
ამ პიკაპის ღირებულება დაახლოებით 4 000 აშშ დოლარი იყო, მაგრამ Bugatti? ჰიპერქარს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ყველაზე მეტად ავტომობილის წინა მხარე შეილახა, მათ შორის ჩაიმსხვრა Chiron-ის მაშუქები. ამის მიუხედავად, არმსტრონგს ავტომობილის აღდგენის იმედი არ დაუკარგავს მანამ, სანამ შემოწმებაზე არ უთხრეს, რომ მანქანა უბრალოდ „ჯართის გროვაზე“ იყო მოსასროლი.
მაინც, რატომ არ ღირს ამ Chiron-ის შეკეთება? დავიწყოთ „მარტივით“: მხოლოდ სუპერქარის მაშუქები 174 000$ ღირს; კარბონის ფენდერები - 200 000$. ამას დამატებული კაპოტის ერთი ნაწილი, რომლის შეკეთებაც Bugatti-ის მფლობელს 58 000$ დაუჯდება და რა თქმა უნდა ნალის ფორმის ცხაური - ესეც პლუს 93 000$. გამოდის, რომ მეორადი ან მიტოებული Lamborghini Huracan-ი, Chiron-ის ზოგიერთ კომპონენტზე ნაკლები დაჯდებოდა.
სადაზღვევო კომპანიამ სუპერქარის შეკეთების ხარჯები დათვალა და შეკეთების ღირებულება 1.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შემდგომ კი, სუპერქარი „გატოტალებულად“ გამოაცხადა. Bugatti-მ ასევე უარი თქვა ნაწილების სხვებისთვის მიყიდვაზე და განაცხადა, რომ მანქანა სრული შეკეთებისთვის მათთან უნდა გადასულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანის აღდგენა ძალიან სურდა, არმსტრონგი მიხვდა, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. შესაბამისად, თუ სასწაული არ მოხდება, ეს მანქანა, სავარაუდოდ, Copart-ის აუქციონზე აღმოჩნდება.