Corvette Z06 1963 წლის Stingray-ის სტილში | უნიკალური 500 ცხ.-იანი მონსტრი
დღეს „ეპიკური“ რესტავრაციები უკვე აღარავის უკვირს. ზოგ შემთხვევაში კლასიკური მანქანების თანამედროვე კომპონენტებით განახლების მცდელობებს ვხვდებით, ზოგ შემთხვევაშიც კი, ავტომობილები სრულიად ახალ ძარაზეც იქმნება. თუმცა რასაც თქვენ ახლა აქ ხედავთ, რადიკალურად განსხვავებული პროექტია, ყველა დანარჩენისგან.

Stripped Down Street Rods-ის ქმნილება რეალურად 2009 წლის Chevrolet Corvette Z06-ია, რომელიც 1963 წლის ნიმუშსაც მოგაგონებთ. ძირითადი მახასიათებელი დეტალი უკანა მხარეს გამოყენებული მილებია, რომლებიც Stingray-ის მსგავსი, გაყოფილი სტილის უკანა ფანჯრების იმიტაციისთვის შეიქმნა. თუმცა, ეს მაინც შორსაა იმისგან, რასაც ჩვენ იდეალურ რეკრეაციას ვუწოდებთ.

ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსად მილებით აწყობილი ავტომობილი ვიხილეთ. რამდენიმე თვის წინ გასაყიდად Dodge Challenger-იც გამოჩნდა, თითქმის იდენტურია ამ Corvette-ის.
ამის მიუხედავად, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ კაბინიდან ექსტერიერი არ ჩანს. თუმცა თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დატკბეთ იმით, რაც Z06-ს ასეთ მიმზიდველს ხდის - წარმოუდგენელი სიმძლავრითა და რა თქმა უნდა, ავტოენთუზიასტთა საყვარელი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

ამ „ქმნილების“ კაპოტქვეშ 7-ლიტრიანი LS7 V8 ძრავა იმალება, რომლის პოტენციური სიმძლავრე 500 ცხენის ძალაა. ახალმა მფლობელმა მას მოკლე დისტანციის გადამრთველიც დაუმატა, თუმცა Z06-ის ქარხნული მექანიზმი ძირითადად შეინარჩუნა. აღსანიშნავ ცვლილებებს შორისაა წინა და უკანა მხარეს C2-ისგან ინსპირირებული განათების ელემენტები, MOMO-ს საჭე, ვინილის სავარძლები, ოთხპუნქტიანი ღვედი და Corvette Centennial Cup-ის 19-ინჩიანი დისკები.

ეს უდავოდ უცნაური ავტომობილი 15 ნოემბერს ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე გაიყიდება. რთული სათქმელია, რომ ამ მოდელს ვინმე მისი ექსტერიერის გამო იყიდის, თუმცა LS7 V8-ს ძრავის გამოცდა, ალბათ ბევრს ენდომება.