EV, ავტონომიური მანქანა, იაპონია
Aa
Aa

იაპონიაში 2030 წლისთვის 10 000-ზე მეტი სრულად ავტონომიური მანქანა იმოძრავებს

ავტონომიური მანქანების საკითხი საავტომობილო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემაა. ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე უსაფრთხოების კუთხით გაუმართლებლად თვლის, რომ მძღოლის გარეშე ტრანსპორტმა ადამიანებით სავსე ქუჩებზე იაროს. 

არაერთი დიდი ავტომწარმოებელი ამ იდეას ყოველდღიურად ავითარებს და სრულად ავტონომიურ მოდელებზე მუშაობს. 

ასევე იხილეთ: ავტონომიური მანქანები უკვე აქ არიან — იხილეთ Mercedes-ისა და Stellantis-ის პროექტები

მიუხედავად მცდელობებისა, რეალურ ცხოვრებაში ამ იდეების გადმოტანა, რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების „დამსახურებით“ საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ვინ იქნება პირველი, ვინც რეგულაციებს ავტომწარმოებლების კომფორტს მოარგებს და ავტონომიური მანქანების დანერგვას წაახალისებს? — რა თქმა უნდა, იაპონია.

Nikkei Asia-ს ცნობით, არსებული გეგმით, იაპონიის ხელისუფლების მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანაში 10000 სრულად ავტონომიური მანქანა დადიოდეს — მათ შორის ავტობუსები, ტაქსი, სატვირთოები და ა.შ.

ეს ტრანსპორტი ავტონომიურობის მე-4 დონეს დააკმაყოფილებენ, რაც ნიშნავს, რომ მათი მართვის პროცესში ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდე შემცირდება (ისე, მე-5 დონის ავტონომიურობაც არსებობს კლასიფიკაციაში)... კაბინეტი გეგმას მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს და შესაბამისი ფინანსებიც გამოიყოფა. 

სუბსიდიებს მიიღებენ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც თავიანთ ფარგლებში მძღოლების გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტს წაახალისებენ. Nikkei წერს იმასაც, რომ გეგმაზე იაპონიის მთავრობასთან ერთად დიდი იაპონური ავტომწარმოებლებიც მუშაობენ და გარკვეული რეგულაციების ცვლილებასაც უნდა ველოდოთ.

იაპონიის ავტონომიური ტრანსპორტით დაინტერესება ახალი ამბავი არ არის — ადგილობრივი ბრენდები დიდი ხანია მის განვითარებას ცდილობენ. Toyota-მ ჯერ კიდევ 2005 წელს მოკლე დისტანციაზე, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით სრულად ავტონომიური გადაადგილების ავტობუსები წარმატებით გამოცადა.

ახლა ნიადაგი უფრო დიდი გეგმებისთვის არის მზად — ერთობლივი ძალებით სახელმწიფო და კერძო სექტორს ამ თამამი პროქტის განხორციელება არ უნდა გაუჭირდეთ. 

მსგავსი სიახლეები