საქართველო, გზების რეაბილიტაცია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბი
Aa
Aa

ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ვკითხულობთ, პროექტი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 27 698 647 ლარია. დეპარტამენტი ელექტრონულად სატენდერო წინადადებების მიღებას მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დაიწყებს და 22 ოქტომბერს დასრულდება.

„აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და არსებული გზის საფარი ძლიერ დაზიანებულია. პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია 6.8 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მეწყრულ მონაკვეთზე რკინაბეტონის კედლის მოწყობა. მოეწყობა კიუვეტები, მიერთებები, გადაკვეთები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები“, — წერია განცხადებაში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოთა სია ასე გამოიყურება:

* მიწის ვაკისის მოწყობა;
* რკინაბეტონის წყალგამტარი მილების მოწყობა;
* სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა;
* მონოლითური რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობა;
* საგზაო სამოსის მოწყობა;
* მიერთებების და ეზოში შესასვლელების შეკეთება;
* საფეხმავლო ბილიკების და ტროტუარების მოწყობა;
* გზის კუთვნილება და მოწყობილობა;
* საინფორმაციო ბანერების მოწყობა (2 ცალი 100 სმ X 200 სმ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები