ოჯახი Bentley-სა და VW-ს უჩივის | აშშ-კანადის საზღვარზე მომხდარი ყველაზე გახმაურებული ავარია
ორი წლის შემდეგ, 2022 წლის Bentley Flying Spur-ის ფატალური ავარიიდან, რომელსაც წყვილი ემსხვერპლა, ოჯახმა ავტომწარმოებლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ავარია აშშ-კანადის საზღვარზე მოხდა, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
განცხადების თანახმად, ძვირად ღირებული სედანი გაუმართავი იყო და ავარიაც, მანქანის უკონტროლო აჩქარების გამო მოხდა. შედეგად, Bentley ახლომდებარე ჯიხურს შეეჯახა. ავარია სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. შემთხვევის შემდეგ, ადგილობრივ სამართალდამცველებს ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სასაზღვრო გამშვები პუნქტის დროებით დაკეტვა მოუხდათ.
33-გვერდიანი სარჩელის მიხედვით, მომხდარში დაღუპულთა ოჯახი Bentley-ის ელექტრო დროსელის სისტემას ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, სისტემა გაფრთხილების გარეშე გაეშვა, სწრაფად აჩქარდა და კონტროლი დაკარგა. შედეგად, ავტომობილი ბორდიურზე ავარდა, სასაზღვრო დაცვის ჯიხურს შეეჯახა და ცეცხლში გაეხვა. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ მანქანას სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემაც დეფექტიანი ჰქონდა, რამაც ასევე კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანა.
საინტერესოა, რომ ორი წლით ადრე, Bentley-მ 2018–2021 წლების Flying Spur-ის მოდელები უკან გაიწვია - მიზეზად, აქსელერატორი დასახელდა, რასაც გაუთვალისწინებელი აჩქარების გამოწვევა შეეძლო. თუმცა შეერთებულ შტატებში მოდელს უკან გაწვევა არ შეხებია, რაც სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
Footage from CCTV Cameras showing the Explosion of a Car at “Rainbow Bridge” Custom’s Checkpoint in Niagara Falls on the Border between Canada and the United States after the Vehicle can be seen Striking a Curb and going Airborne; the Incident was initially believed to have… pic.twitter.com/OirbU4M8JY
— OSINTdefender (@sentdefender) November 22, 2023
სარჩელში ნახსენებია Bentley Motors, Volkswagen და ორი სადილერო. ოჯახი კომპენსაციას ითხოვს და ავტომწარმოებლებსა და მათ პარტნიორებს გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებს.
ავარია და შედეგად გამოწვეული აფეთქება - მათ შორის, ინციდენტის ადგილის გათვალისწინებით - იმდენად მასშტაბური იყო, რომ თავდაპირველად სამართალდამცველები ტერორისტულ აქტსაც განიხილავდნენ, სანამ დადგინდებოდა, რომ საქმე ტრაგიკულ შემთხვევასთან გვქონდა.