ელექტრომობილი, გამძლეობის ტესტი, ჩინეთი, ყველაზე გამძლე, ბიუაიდი, ბიუაიდი იანვან უ8
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე გამძლე SUV? | ჩინური BYD პალმის დაცემასაც უძლებს

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი BYD თავის ყოველ შემდგომ მოდელში სიახლეებს გვთავაზობს და EV-ების ტექნოლოგიასაც მნიშვნელოვნად ხვეწავს. BYD-მ დაამტკიცა, რომ მის ახალ YangWang U8-ს შეუძლია ყველაფერი - დაწყებული ტანკივით ბრუნვით, დასრულებული წყალში ცურვით. ახლა კი, კომპანია მას კიდევ ერთ „განსაცდელს“ უმზადებს. ელექტრომობილმა კორპუსის ზომის პალმის ხის თავდასხმას უნდა გაუძლოს.

ჩინურმა ავტომწარმოებელმა YangWang-ს გამძლეობის ტესტი მოუწყო და უზარმაზარი პალმის ხე პირდაპირ U8-ის სახურავზე ჩამოაგდო, რათა ეჩვენებინა, თუ რამდენად ძლიერი იყო მისი მდიდრული SUV. არც იფიქროთ, რომ BYD-მ მისი ელექტრომობილი რაიმე კომპონენტში დაინდო. პირიქით, კომპანიის ინჟინრებმა პალმის ხე ვერტიკალურ მდგომარეობაში სიმაღლეზეც აწიეს, რათა დარტყმის ძალა კიდევ უფრო გაეზარდათ.

შედეგების უკეთ შესაფასებლად უნდა ითქვას, რომ გამძლეობის ტესტში გამოყენებული პალმის სიმაღლე 43 მეტრს აღწევდა, ხოლო მაქსიმალური დარტყმის ძალამ 50 კილოჯოულს გადააჭარბა. ეს კი დაახლოებით 54,000 ნიუტონ მეტრია.  

შედარებისთვის, ჩინური მედიის ცნობით, ეს დაახლოებით ორმოცსართულიანი შენობის სახურავიდან კონდიციონერის დაცემის ეკვივალენტურია. ამასთან ერთად კი, ბევრად აღემატება სტანდარტული უსაფრთხოების ტესტირებებისთვის შემუშავებულ მოთხოვნებს. მართლაც, იშვიათად, რომ ვინმემ ტროპიკულ ტყეში ავტომობილზე ხეების ცვენა ივარაუდოს.

შედეგი? - მიუხედავად იმისა, რომ პალმის ხის ყოველ დაცემაზე კარის ზედა კონსტრუქციული ლითონის ჩაღრმავება უფრო და უფრო იზრდებოდა, ამას კარის გაღებისთვის პრობლემა არ შეუქმნია. უფრო მეტიც, არც მინა ჩამსხვრეულა და მით უმეტეს, არც ბორბლები დაზიანებულა.

BYD-ის შეფასებით, საქმეც სწორედ ამაში მდგომარეობს: თუ სტრუქტურა საკმარისად მყარ მდგომარეობაში დარჩება, მაშინ მგზავრები ავტომობილიდან უსაფრთხო გადმოსვლას შეძლებენ, ხოლო მაშველებს მათი გამოყვანაც გაუმარტივდებათ.

ეს ტრიუკი კი, U8-ის მიმდინარე PR კამპანიის ნაწილია, რომელიც ამტკიცებს, რომ ელექტრომობილი ყველაზე გამძლე მდიდრული SUV-ია, რომელიც ოდესმე BYD-ს შეუქმნია. და შესაძლოა პრეტენციაც აქვს, რომ მსოფლიოში ყველაზე გამძლეცაა. აქვე გეტყვით, რომ U8-ის საწყისი ღირებულება $200 000-ია, ის სრულად წამყვანი ელექტრო SUV-ია, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 200 კმ/სთ-ზე ავითარებს და 0-დან 100-მდე 3.6 წამში ჩქარდება.

 

მსგავსი სიახლეები