სიჩქარის რეკორდი, ჰიპერქარი, გინესის მსოფლიო რეკორდი, კაბრიოლეტი, ბუგატი, ლუკა დონჩიჩი, ბუგატი მისტრალი
Aa
Aa

ლუკა დონჩიჩმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი შეიძინა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, NBA-ს 2025-2026 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო და თავის შთამბეჭდავ კოლექციასაც, სრულიად ახალი და ძალიან სწრაფი მოდელი შემატა. ამჯერად კი, საუბარი არც Jeep Gladiator Apocalypse Hellfire 6x6-ის მსგავს უცნაურ ავტომობილზე გვაქვს და არც ისეთ კლასიკურ მოდელზე, როგორიც 1968 წლის Camaro-ა.

ამჯერად, სლოვენიელმა კალათბურთელმა არჩევანი სუპერ ექსკლუზიური ჰიპერქარის სასარგებლოდ გააკეთა. დონჩიჩმა Bugatti Mistral W16 შეიძინა - ავტომობილი, რომელიც ამჟამად კაბრიოლეტების მსოფლიო სიჩქარის რეკორდს ფლობს. 16-ცილინდრიანი W ძრავით, 8-ლიტრიანი ტევადობითა და ოთხი ტურბოჩარჯერით, ამ მანქანას 450 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია და 1 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს ...

გამოდის, რომ ეს მოდელი დაახლოებით 35 კმ/სთ-ით უფრო სწრაფია, ვიდრე Chiron-ის კუპე. ცნობისთვის, Mistral-ი სწორედ ამ უკანასკნელის ბაზაზე შეიქმნა. რაც შეეხება Mistral-ს, Bugatti-მ ეს მოდელი მხოლოდ 99 ეგზემპლარად შექმნა და რეკორდსმენი მანქანაც ერთ-ერთი მათგანია. ავტომობილის ფასი 5 მილიონი ევროდან იწყება, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არც მისი ექსკლუზიურობიდან და არც უკვე მოპოვებული ტიტულებიდან გამომდინარე.

დონჩიჩის ახალმა ჰიპერქარმა ამერიკელი რეპერის, Snoop Dogg-ის განცვიფრებაც გამოიწვია. Snoop-მა კალათბურთელის ახალი ავტომობილი „ბეტმობილს“ შეადარა და სიმაღლის სხვაობის გამო დონჩიჩს ეხუმრა კიდეც, რომ შეუძლიათ ამ Bugatti-ით ისინი, ბეტმენი და რობენი იყვნენ.

 

მსგავსი სიახლეები