Red Bull-მა RB17 ჰიპერქარი კვლავ შეცვალა | ექსტრემალური ავტომობილი, Cosworth-ის ძრავით
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, Red Bull Advanced Technologies-მა თავისი RB17-ის სარბოლო დიზაინი წარადგინა. ავტომობილი რეალურად მხოლოდ ტრასებისთვის განკუთვნილი ჰიპერქარია და ედრიან ნიუის მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნა - ადამიანის, რომელმაც გუნდი გასულ წელს დატოვა და Aston Martin-ში გადაინაცვლა.
შედეგად, ჩვენ წინაშე მოქმედი რეგულაციებისა და თან, აეროდინამიკური „სიგიჟის“ გათვალისწინებით შექმნილი RB17 Aston Martin Valkyrie AMR Pro წარდგა. არ არის გამორიცხული, ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური მანქანაც იყოს, რომელიც ოდესმე, კერძო მყიდველებისთვის შეუთავაზებიათ.

კომპანიამ RB17 პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, 2024 წლის შუა პერიოდში წარადგინა. თუმცა მას შემდეგ, ავტომობილში არაერთი ცვლილება განახორციელა. მათ შორის, წინა მხარეს კარბონის გამყოფი გააფართოვა და ინტეგრირებული LED-განათების ნაკრებიც განაახლა. იმ ფაქტის მიუხედავადაც, რომ RB17 მხოლოდ ტრასებისთვისაა განკუთვნილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიზაინის მიმართულებამ თითოეულ დეტალზე ძალიან ბევრი იმუშავა.
RB17-ს ახლა სრულად ფუნქციური გვერდითი სარკეები უყენია, ამას დამატებული აეროდინამიკური ე.წ. „ზვიგენის ფარფლი“, სტაბილურობის გასაუმჯობესებლად, როგორც მაღალი სიჩქარით მოსახვევებში შესვლისას, ასევე სწორ გზაზე მოძრაობის დროს.

უკანა მხარეს, ყველაფერი კიდევ უფრო კომპლექსურია. ის გარკვეულწილად Valkyrie AMR Pro-ს დიზაინს იმეორებს, ხოლო ქვედა მეორე ნახევარში მასიური ვენტური მილებია განთავსებული. რაც შეეხება ინტერიერს, გამოცემა Top Gear-ის ინფორმაციით, ის სარბოლო სტილის საჭითა და დიდი ცენტრალური ეკრანითაა აღჭურვილი.

განხილვის შემდეგ, Red Bull-მა და Cosworth-მა 4.5-ლიტრიანი ძრავა შეიძინეს, რომელიც 15,000 ბრ/წთ-მდე აღწევს და 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტექნიკური დირექტორის, რობ გრეის განმარტებით, RB17-ის მხოლოდ ტრასებზე გამოშვებით, საინჟინრო გუნდმა შეძლო საგზაო რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვებისთვის გვერდი აევლო და ავტომობილი, F1-ის ბოლიდებთან უფრო დაეახლოვებინა, ვიდრე სხვა ნებისმიერ სტანდარტულ ავტომობილთან.