პროექტი, ლინკოლნ თაუნ ქარი, პონტიაკ ფაიარბერდი, დოჯი მაგნუმი
Aa
Aa

Firebird-ის SUV, რომელიც Lincoln-ის, Dodge-ისა და Chevy-ის „ნარჩენებითაა“ აწყობილი

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში უცნაური ავტომობილის ფოტოები გავრცელდა. ავტომობილს თითქოს Firebird-ის დიზაინი ჰქონდა, თუმცა SUV-ის სტილში იყო წარმოდგენილი და თანაც, ერთდროულად სამი ავტომობილის, Lincoln-ის, Dodge-ისა და Chevy-ის „ნარჩენებით“ გახლდათ აწყობილი.

პირველი ყველას ამ უცნაურად უნიკალური ავტომობილის წინა ნაწილი გვხვდება თვალში, რომელიც 1977-78 წლების Firebird-ის ცხვირის მსგავსია. თუმცა ცენტრალური კორპუსის სტრუქტურა უკვე Lincoln Town Car-ს გვაგონებს და  Dodge Magnum-ის უნივერსალის კუდის მსგავსად გრძელდება. დაზუსტებით არავინ არაფერი იცის, თუმცა სავარაუდოდ, პროექტი Chevy Suburban-ის ძარაზეა აწყობილი.

წესით, ეს კონკრეტული პროექტი მხოლოდ გართობისთვის შეიქმნა და მის მიღმა არანაირი მინიშნება და მითუმეტეს სერიოზულობა არ უნდა ვეძიოთ. მაგრამ, ბევრი ვარაუდობს, რომ ეს „მოდელი“ შესაძლოა წინასწარმეტყველებადაც კი იქცეს.

სავარაუდოდ, Pontiac-ის 2010 წელს გაყიდვების შეწყვეტა ნიშნავს, რომ Firebird-ის უახლოეს მომავალში დაბრუნების შანსი თითქმის ნულის ტოლია. მაგრამ ალბათობა იმისა, რომ Chevy Camaro კროსოვერის სახით დაბრუნდება, შედარებით მაღალია. Chevy Camaro-ს წარმოება, მეექვსე თაობასთან ერთად, 2024 წელს შეჩერდა, თუმცა სხვა სახით მისი კვლავ წარმოებაში ჩაშვების შესაძლებლობა გამორიცხული არაა.

 

მსგავსი სიახლეები