Acura RDX-ის წარმოებას ასრულებს, თუმცა პირველ ჰიბრიდულ მოდელსაც აანონსებს
Acura RDX-ის წარმოება მალე შეწყდება, თუმცა მოდელის ეს ვერსია მემკვიდრის დასახელების გარეშე წასვლას არ აპირებს. Honda-მ დაადასტურა, რომ RDX-ის ამჟამინდელი მოდელის წარმოება 2026 წლის მეორე ნახევარში დასრულდება და ის განახლებული ვერსიით ჩანაცვლდება, თუმცა ახალი RDX-ის მისაღებად რამდენიმეწლიანი ლოდინი მოგიწევთ. მაგრამ, Honda-ს ძვირადღირებული ავტომობილების მიმართულება გვპირდება, რომ როცა ეს დღე დადგება, კომპანიის პირველი ორძრავიანი ჰიბრიდით უკმაყოფილოები არ დავრჩებით.
Acura-მ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მე-4 თაობის RDX-ის ერთადერთი ფოტო წარმოადგინა (ისიც თიზერი, მხოლოდ სილუეტი), რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი თაობის მოდელი უფრო მოხდენილი იქნება, ვიდრე მისი წინაპრები: ვიწრო LED ფარები, ფართო უკანა ფრთები და სპოილერი სახურავზე, რომელიც უკანა საქარე მინის გასწვრივაა დამონტაჟებული.
კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი თაობის RDX-ს „რამდენიმე წელიწადში“ ვიხილავთ, თუმცა ეს უცნაურობა მაინცდამაინც არ აუხსნია — უკვე შემუშავებული გეგმის პირობებში, რესტაილინგის გამოსვლას რამდენიმე წელი, როგორც წესი, არ სჭირდება ხოლმე. მიმდინარე მოდელის წარმოების შეჩერების მიზეზად კი დასახელდა მიწოდების პრობლემები — მომწოდებლებს აღარ აქვთ რესურსი, რომ ამ ვერსიის სათადარიგო ნაწილები აწარმოონ.
Acura-ს პირველი ჰიბრიდი
„დაახლოებით ორი დეკადის განმავლობაში, RDX Acura-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი იყო, შესაბამისად, უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ის ჩვენი პირველი ორძრავიანი ჰიბრიდულ-ელექტრო სისტემებით აღჭურვილი მოდელი გახდეს“, — განაცხადა მაიკ ლანგელმა, Acura National Sales-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მართლაც, Acura-ს საკუთარი ჰიბრიდი ჯერ არ ჰყავს, თუმცა Honda მათ ნაკლებობას არ განიცდის. იაპონური ავტომწარმოებლის მეოთხე თაობის ორძრავიანი ჰიბრიდული სისტემა ამჟამად CR-V-ში, Acord-სა და Civic-ში გვხვდება.