ახლა უკვე ყველა Audi-ს „ულვაშის“ ფორმის ცხაურა ექნება
თუ თქვენ გასული წლის Audi Concept C-ის დიზაინითა და, მით უმეტეს, მისი უცნაური, ვერტიკალური ფორმის ცხაურით ვერ მოიხიბლეთ, მაშინ მარტო ნამდვილად არ ხართ. დიზაინს სოციალურ ქსელში მალევე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა: ნაწილი მას „კბილის ჯაგრისს“ ადარებდა, ზოგმა კი ჩარლი ჩაპლინის ულვაშიც კი გაიხსენა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კრიტიკოსების რიგებში ხართ, ალბათ არც ეს ახალი ამბავი მოგეწონებათ. Audi-ს დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ეს გამორჩეულად დამამახსოვრებელი ცხაურა მომდევნო თაობის მოდელების ძირითადი ელემენტი იქნება. ძველი სტილის ცხაურას კი, რომელიც გასულ მოდელებს ამშვენებდა, ავტომწარმოებელი წარსულში ტოვებს.

იტალიელმა დიზაინერმა, მასიმო ფრასკელამ, Audi-ს დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია 2024 წლის შუა პერიოდში დაიკავა. ფრასკელამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისეთი მოდელების დაპროექტებაში, როგორებიცაა Land Rover Defender-ი და Range Rover Velar-ი.
ასევე დაგაინტერესებთ: Audi-ს განსაცვიფრებელი სპორტქარის კონცეფცია უკვე აქ არის | და ის წარმოებაში ჩაეშვება
Audi-ს მმართველობამ ფრასკელას რაღაც ახლის წამოწყება სთხოვა და Concept C სწორედ ამ ახალი თავის შესავალს წარმოადგენს. თქვენ წინაშე Audi-ს განსაცვიფრებელი სპორტქარის კონცეფციაა — ყოველ შემთხვევაში, Audi მას ასე უწოდებს — და როგორც ცნობილია, მისი წარმოებაში ჩაშვებაც იგეგმება. ხოლო ახალი დიზაინური ენა, რომელსაც ამ კონცეპტის შემთხვევაში ვხედავთ, ფრასკელას ახალი ხედვაა „რადიკალური სიმარტივის“ მისაღებად.

როგორც გითხარით, ფრასკელამ Auto Motor und Sport magazine-სთვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში გაამხილა, რომ ვერტიკალური ცხაურა მთელ ხაზში ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. თუმცა ისიც განაცხადა, რომ თითოეული მოდელისთვის კორპუსი ინდივიდუალურად შემუშავდება, რათა ისინი გამორჩეული იყოს.
„ინდივიდუალური ელემენტები შევიმუშავეთ ისე, რომ მათი გამოყენება მარტივად იყოს შესაძლებელი — მაგალითად, A-სეგმენტის მოდელები მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს სპორტქარებისგან ან SUV-სგან. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი მოდელები Audi-ის სახელით იყოს იდენტიფიცირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას თავისი ხასიათის მანქანა სჭირდება“, — განაცხადა ფრასკელამ.

ცნობისთვის, Audi-ის პირველი ახალი მოდელი, რომელიც ბაზარზე ბრენდის ახალი დიზაინის ენით გამოვა, Concept C-ზე დაფუძნებული TT იქნება. არსებული ინფორმაციით, მოდელი TT-ის სახელს არ ატარებს, თუმცა ნაცნობ ორკარიან განლაგებასა და კომპაქტურ პროპორციებს შემოგვთავაზებს.