საქართველო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გადაადგილებაზე შეზღუდვები, შეზღუდვები გზებზე
Aa
Aa

არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი), გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდება.

კერძოდ, ხიდზე დაზიანდა სავალი ნაწილის ერთი ფენა. დეპარტამენტის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაზიანებული ფენის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება. ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დეპარტამენტის განცხადების თანახმად, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით შეეძლება: ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, „ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი“.

 

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები