საქართველო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გადაადგილებაზე შეზღუდვები, შეზღუდვები გზებზე
Aa
Aa

უამინდობის გამო, საქართველოში, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია | განახლებადი

უამინდობისა და თოვის გამო საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ნაწილზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39–კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამავდროულად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის კმ94–კმ146 (აიაზმა–ნინოწმინდა) მონაკვეთზეც. თუმცა გადაადგილებაზე დროებითი აკრძალვა მოქმედებს მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. ცნობისთვის, საავტომობილო გზის კმ1–კმ93 (კოდა–აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი (ინფორმაცია განახლებადია)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები