ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა სემი
Aa
Aa

Tesla-ს ელექტრო სატვირთო პიკაპის ღირებულება, სავარაუდოდ, $300 000-ს მიაღწევს

ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს ელექტროსატვირთო მანქანის, Tesla Semi-ს პირველი თიზერი დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა. მას შემდეგ კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კომპანიას ახალი პროდუქტის შესახებ თითქმის აღარაფერი უთქვამს. თუმცა, როგორც ჩანს, Tesla ახლა უკვე მზადაა, თავისი ელექტროსატვირთო მანქანების შესახებ ინფორმაცია გაგვიზიაროს.

Tesla-მ მიწოდებების დაწყებამდე ორი მოდიფიკაცია შეარჩია: Standard Range ვერსია, რომელიც 37,195 კილოგრამის სრული დატვირთვით, ერთი დამუხტვით 520 კილომეტრს გადის და Long Range – 805 კილომეტრის დიაპაზონით. რა თქმა უნდა, ორივე ვერსიას მასიური ბატარეები აქვს, რომლებიც მსგავსი წონის სატრანსპორტო საშუალებებისთვის მაღალ დაფარვას უზრუნველყოფენ.

Tesla-ს სატვირთო ავტომობილების ბატარეების შესახებ ყველა დეტალი არ გაუსაჯაროებია, თუმცა განაცხადა, რომ მათი ეფექტიანობა 1 მილზე (1.6 კმ) დაახლოებით 1.7 კილოვატ-საათს შეადგენს. რამდენიმე მარტივი გამოთვლით, ეს, სავარაუდოდ, Standard Range-სთვის 550 კვტ/სთ-ის მქონე ბატარეასა და Long Range-ში 875 კვტ/სთ-იანზე მიუთითებს. Tesla-ს ინფორმაციითვე, სატვირთოებს Tesla-ს მეგავატიანი დამუხტვის სისტემის მხარდაჭერაც აქვთ. შედეგად, ორივე მოდელი 60%-მდე დამუხტვას სულ რაღაც 30 წუთში შეძლებს.

როგორც ჩანს, 98-თვიანი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, Semi საბოლოოდ კვეთს ფინიშის ხაზს. მაგრამ ამ დრომდე არ ვიცით, თუ რა ეღირება ამერიკული მწარმოებლის ახალი ელექტროსატვირთოები. მაგალითად, საწყისი ფასი 150,000-დან 180,000 აშშ დოლარამდე მერყეობდა, მაგრამ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ კომპანია ღირებულების 300,000 აშშ დოლარამდე ზრდასაც განიხილავს.

ახალი პროდუქტით Tesla ფაქტობრივად სატრანსპორტო საშუალებების ახალ ბაზარზე შედის. ამასთან ერთად კი ელექტრომობილების მწარმოებელი, სავარაუდოდ, ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელიც უნდა გახდეს. რეალურად, Tesla Semi-ს მიზანიც სწორედ ესაა: ბენზინზე მომუშავე ვერსიებთან შედარებით, მის გამოყენებას გაცილებით დაბალი საოპერაციო ხარჯები უნდა მოჰყვეს.

მსგავსი სიახლეები