მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ბიემვი, ბიემვი ემი, ბმვ მ
Aa
Aa

BMW M-ის ხელმძღვანელი: „მექანიკური გადაცემათა კოლოფი უკვე აზრს მოკლებულია“

BMW M-ის მოყვარულთათვის ცუდი ამბავი გვაქვს: მექანიკური გადაცემათა კოლოფის დღეები, შესაძლოა, დათვლილია. მიუხედავად იმისა, რომ Motor1-ის ინფორმაციით, 2025 წელს M-ის მომხმარებელთა დაახლოებით 40%-მა თავისი ავტომობილი მექანიკური გადაცემათა კოლოფით აირჩია, BMW M-ის ხელმძღვანელი არ არის დარწმუნებული, რომ კომპანიას საწარმოო ხაზში მისი დატოვება უღირს.

BMW M-ის ხელმძღვანელმა, ფრანკ ვან მილმა, ავსტრალიურ გამოცემა CarSales-ს განუცხადა, რომ ინჟინერიის თვალსაზრისით, მექანიკური გადაცემათა კოლოფი ახლა უკვე აზრს მოკლებულია. ვან მილის თქმით, მომდევნო რამდენიმე წელი BMW M-ის მოდელებში მას კვლავ შეინარჩუნებენ, თუმცა არ თვლის, რომ ხაზში მას დიდი მომავალი უწერია.

„სრულიად ახალი გადაცემათა კოლოფების შემუშავება მომავალში საკმაოდ რთული იქნება, რადგან ბაზარზე სეგმენტი საკმაოდ მწირია, მიმწოდებლები კი მსგავსი რამის გაკეთებით დიდად დაინტერესებულნი არ არიან“, — განაცხადა ფრანკ ვან მილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ავტომწარმოებელი არსებული მექანიკური გადაცემათა კოლოფებით კმაყოფილია და გეგმავს, რომ ისინი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნოს, თუმცა მომდევნო ათწლეულში ეს გაცილებით რთული იქნება.

რეალურად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც BMW M-ის ხელმძღვანელისგან მსგავს განცხადებებს ვისმენთ. 2024 წელს BMW M-ის მომხმარებლებს ვან მილმა პირდაპირ უთხრა, რომ თუ მათ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვა სურდათ, უმჯობესი იყო, ის მაშინვე შეეძინათ. ვან მილის ვარაუდით, მუდმივად გაუმჯობესებული ტექნოლოგიები და მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირება, თუნდაც M მოდელებში, მექანიკური გადაცემათა კოლოფის დატოვებას არალოგიკურ გადაწყვეტილებად აქცევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები