ბიემვი, ბიემვი ემი, ბიემვი აიიქს3, ბმვ, ბმვ მ, ფრანკ ვან მილი
Aa
Aa

BMW M-ის განყოფილება უახლოეს მომავალში 30 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს

გასულ წელს გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ 2027 წლისთვის 40-ზე მეტი ახალი ან განახლებული ავტომობილის გამოშვება დააანონსა. გასაკვირი არაა, რომ ამ გეგმის შემუშავებაზე ავტომწარმოებლის M-განყოფილება განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში 30 ახალ მოდელს გვპირდება.

ამის შესახებ BMW M-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ფრანკ ვან მილმა, გამოცემა CarSales-თან საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ამჟამად 30-მდე ახალ მოდელზე ვმუშაობთ, რომლებიც მომდევნო ორწელიწად-ნახევარში გამოვა“, — აღნიშნა ვან მილმა და დააზუსტა, რომ ეს რიცხვი მოიცავს როგორც M, ასევე M Performance ავტომობილებს.

მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელს არ დაუკონკრეტებია, თუ რას უნდა ველოდოთ M განყოფილებისგან — i3 M-ის გარდა — პაპარაცების მიერ გადაღებულმა ფოტოებმა ბოლო თვეებში რამდენიმე პროტოტიპი დააფიქსირეს. განახლებული M5-ისა და M5 Touring-ის გარდა, კომპანია ახალ M3-სა და iX3 M-ზეც მუშაობს.

ამ ფართო ხაზს X5-ის, X6-ისა და X7-ის განახლებული ვერსიები შეუერთდებიან, რომლებიც M და M Performance ვერსიების ნაზავს შეადგენენ. ასევე შეგვიძლია ველოდოთ განახლებულ მეშვიდე სერიის M Performance ვერსიებსაც.

M Performance-ის ვარიანტებზე საუბრისას ვან მილმა განაცხადა, რომ ელექტრიფიცირებული მოდელები — მათ შორის i4 M60 — პოპულარული გახდა ისეთ ბაზრებზე, სადაც შიგა წვის ძრავებთან დაკავშირებული რეგულაციები ე.წ. „ტრადიციული“ მოდელების ფასებს აძვირებს. მაგალითად მან საფრანგეთი მოიყვანა, სადაც, მისივე თქმით, შიგა წვის ძრავიან M2-ზე CO2-ის გადასახადი 18 000 ევროს შეადგენს.

პარალელურად, ახალი i3 M-ისთვის ავტომწარმოებელმა Quad Motor-ის ძრავა შეარჩია. ამასთან დაკავშირებით ვან მილმა აღნიშნა, რომ იგი არ არის დარწმუნებული, თუ რა რეაგირება ექნებათ მომხმარებლებს ამ მოდელზე. M-ის აღმასრულებლის თქმით, „მანქანას ზუსტად ის ტექნოლოგია აქვს, რომელსაც ყველა მაღალი ხარისხის ელექტრომოდელისგან ელოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები