ელექტრომობილი, მადრიდის რეალი, ბიემვი, კილიან მბაპე, ბიემვი აიიქს3, ბმვ, ბმვ იქს3
Aa
Aa

კილიან მბაპემ BMW-სგან ახალი ავტომობილი მიიღო | ფრანგის პირველი ავტომობილი EV-ია

„მადრიდის რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს, 27 წლის კილიან მბაპეს, ალბათ უკვე ყველაფერი აქვს, რაც ამ ასაკში ადამიანმა შეიძლება ინატროს. თუმცა, ერთი რამ, რაც ამ დრომდე მბაპეს ნამდვილად არ ჰქონდა, მართვის მოწმობა იყო. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა ავტომობილის მართვის ლეგალური უფლება მოიპოვა და ქუჩებში BMW i7 xDrive60-ის მოდელითაც გამოჩნდა.

გერმანული ავტომწარმოებელი მადრიდული კლუბის სპონსორია. xDrive60 მბაპემ 2025-2026 წლის სეზონისთვის სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში მიიღო და თავადვე შეარჩია. სრულად ელექტრო, მდიდრული სედანი ორძრავიანი და სრულამძრავი სისტემით გამოირჩევა. ეს მოდელი 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.7 წამში ჩქარდება.

თუმცა ახლა მბაპემ კლუბის სპონსორისგან ახალი მანქანა მიიღო, რომლითაც გიგანტურ i7-ს ჩაანაცვლებს. ეს მოდელი BMW iX3 50-ია, რომლის ღირებულებაც 70 000 ევროდან იწყება. მბაპესთვის ეს მოდელი საკმაოდ ნაცნობია, რადგან რამდენიმე თვის წინ სწორედ ამ BMW-სთან ერთად სარეკლამო რგოლშიც გამოჩნდა. ეს მოდელი გერმანული ავტომწარმოებლის თანამედროვე ისტორიაში გარდამტეხ ნამუშევარს წარმოადგენს.

იხილეთ: მართვის მოწმობის აღების შემდეგ, მბაპემ BMW i7 გამოცადა 

ჯერ კიდევ ვიდეოს გადაღების დროს მბაპე ამ BMW iX3 50-ის დიზაინითა და ტექნოლოგიით იყო აღფრთოვანებული, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მართვის მოწმობა. საინტერესოა, რომ მბაპე „მადრიდის რეალის“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც BMW-სგან ეს მოდელი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები

ფრანგი ფეხბურთელის ახალი ავტომობილი 469 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ერთი დამუხტვით 805 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობა აქვს. BMW 400 კვტ სიმძლავრით იმუხტება, რაც მას საშუალებას აძლევს, 372 კილომეტრის გასავლელად საკმარისი ენერგია 10 წუთში აღიდგინოს. ამ შესაძლებლობებით ორძრავიანი სრულამძრავი მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.9 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 210 კმ/სთ-ზე აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები