სუვი, ელექტრომობილები, ბენტლი
Aa
Aa

Bentley 5-ის ნაცვლად, მხოლოდ 1 ელექტრომობილს გამოუშვებს

საავტომობილო ინდუსტრიაში 2026 წელი, ჯერჯერობით, დიდი ცვლილებებით გამოირჩევა — ამ ძვრებთან გამკლავება კი ისეთ მდიდრულ ბრენდებსაც მოუწევთ, როგორიც Bentley-ია. ბრიტანული ავტომწარმოებელი გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრიფიკაციისთვის ემზადებოდა და საამისოდ დიდი გეგმებიც ჰქონდა, თუმცა დღეს ვიგებთ, რომ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ეს კომპანიაში ეგონათ — 2030 წლამდე Bentley-ს მხოლოდ 1 ელექტრომობილს ვიხილავთ, დანარჩენი კი ჰიბრიდული და ტრადიციულად შიგაწვისძრავიანი იქნება.

ასევე იხილეთ: როგორ შთანთქა Rolls-Royce-მა Bentley? - ბნელი ისტორია და უცნობი ფაქტები

ზედიზედ მე-6 წელია, მდიდრული სეგმენტის გამორჩეული ბრენდი კალენდარულ წელს მოგებით ასრულებს, თუმცა ეს მოგება ამ წლების განმავლობაში 42%-ით შემცირდა და Bentley-დან არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. თავდაპირველი განრიგით, 2035 წელს ფრთიანი ემბლემის მქონე 5 ელექტრომობილი უნდა გვენახა, თუმცა, დიდი ალბათობით, მხოლოდ 1-ს ვნახავთ — ეს 2027 წლისთვის დაგეგმილი SUV იქნება. ელექტრომობილს, რომელიც სხვა არაერთი მდიდრული თანამოძმის მსგავსად, Volkswagen Group-ის PPE არქიტექტურას დაეფუძნება, Bentley წლის ბოლომდე წარადგენს.  

შესაბამისად, EV საწარმოო ხაზის სწრაფად გაფართოების ნაცვლად, კომპანია ინვესტიციას დამუხტვადი ჰიბრიდებისა და შიგაწვისძრავიანი მოდელების წარმოებისკენ გადაამისამართებს. აღნიშნული ინფორმაცია ბენტლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანკ-შტეფენ ვალიზერმაც დაადასტურა — მიის თქმით, კომპანიამ ცვლილებებს ბაზრის გადასხვაფერების გამო მიმართა — ბოლო წლებში მომხმარებლის მოთხოვნა საგრძნობლად შეიცვალა, Continental GT-ისა და Flying Spur-ის დამუხტვადი ჰიბრიდები მძღოლებმა კარგად მიიღეს, ამიტომ ბრენდი სწორედ ამ ფაქტს დაეფუძნება. 

როგორც ჩანს, მიუხედავად წარმატებული პერიოდისა, Bentley მომავალს სიფრთხილით ეკიდება — კომპანიაში აცნობიერებენ, რომ ჩინეთში მათ მდიდრულ მოდელებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, ამან კი გაერთიანებულ სამეფოში 140 თანამშრომელს სამსახური დააკარგინა. შემცირებები არ დასრულებულა, CEO-ს განცხადებით, ბენტლი კიდევ 135 ადამიანს დაემშვიდობება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები