ბიემვი, ბიემვი ნოიე კლასე, ნოიე კლასე, სპორტქარი, ბიემვი აი3, ბმვ, ბეემვე აი3
Aa
Aa

„BMW სპორტქარებზე მუშაობას არასდროს შეწყვეტს“ | BMW ელექტრო სპორტქარის გამოშვებას განიხილავს

სპორტქარები ყველა ენთუზიასტს უყვარს, თუმცა ელექტრო სპორტქარები ჯერ იმდენად ახალი პროდუქტია, რომ დასკვნების გამოტანა ნამდვილად გაგვიჭირდება. მართალია, ელექტრომობილებზე ბოლო პერიოდში მოთხოვნა იკლებს და მომხმარებელთა დამოკიდებულებაც ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც ავტომწარმოებლებს თავდაპირველად ეგონათ, რეალობა მაინც ერთია: რეგულაციები მკაცრდება და ბაზარსაც რიგ შეზღუდვებთან მორგება უხდება.

BMW-ის ახალი i3-ის დებიუტი ცოტა ხნის წინ შედგა. ავტომწარმოებელი კი, როგორც ჩანს, კვლავ თვლის, რომ დღევანდელ ბაზარზე ელექტროსპორტული ავტომობილისთვის ადგილი მოიძებნება — მიუხედავად გაყიდვების დინამიკისა და იმ ფაქტისა, ეთანხმებიან თუ არა ამ პროექტს ავტომოყვარულები.

ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები

i3-ის პრეზენტაციისას BMW-ს ერთ-ერთმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბერნდ კიორბერმა, განაცხადა, რომ კომპანიის ხაზში ელექტროსპორტქარის დამატება გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. კონკრეტული დეტალების გამჟღავნებისგან კიორბერმა თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ BMW ახალი შესაძლებლობების შესწავლისთვის მუდმივ მზადყოფნაშია:

„BMW სპორტულ მანქანებზე მუშაობას არასდროს შეწყვეტს; სპორტულ სეგმენტში თავისი ადგილი ელექტრომობილებსაც აქვთ. ამიტომაც ვიტყვი, რომ შანსი არსებობს, თუმცა ეს დაუყოვნებლივ, მაგალითად, მომდევნო წელს, არ იგეგმება“.

ასევე იხილეთ: BMW-მ ახალი i3 წარადგინა, რომელმაც მე-3 სერიის მემკვიდრეობა უნდა გადაიბაროს

BMW-მ Neue Klasse კუპეს პროტოტიპი 2024 წელს შექმნა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელი სახით მისი წარმოებაში ჩაშვება მოხდეს. მანამდე კი ყველას ყურადღება გერმანელების ახალი i3-ისკენაა მიმართული, რომელმაც მესამე სერიის მემკვიდრეობა უნდა გადაიბაროს. ახალი i3, iX3-ის შემდეგ, ბრენდის უკვე მე-2 მოდელია, რომელმაც აღნიშნული დიზაინის ენა გაიზიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები