შიგაწვის ძრავა, როდსტერი, მაზდა, მაზდა ემიქს-5 მიატა
Aa
Aa

ოფიციალურად, მომდევნო თაობის Mazda MX-5 შიგაწვისძრავიანი იქნება

Mazda-ში დაადასტურეს, რომ მომდევნო თაობის საკულტო როდსტერი MX-5 შიგაწვისძრავიანი იქნება. ჭორებზე საპასუხოდ, რომ NE სერიის MX-5, რომელიც 2027 წელს უნდა გამოვიდეს, ელექტრიფიცირებული იქნებოდა, Mazda Motor Corporation-ის გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა, მანაბუ ოსუგამ განაცხადა, რომ ეს სიცრუეა, თუმცა მომდევნო თაობის მოდელი არსებული შიგაწვისძრავიანი სისტემის მქონე ბოლო გამოშვება იქნება.

ასევე იხილეთ: ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა?

„მართალია, მე ვერ გეტყვით, თუ როდის გამოვა ახალი MX-5, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მასზე ვმუშაობთ. აუცილებელია, რომ ახალი MX-5 ფანებისათვის მოსაწონი გამოვიდეს, რადგან ეს მანქანა ჩვენი ბრენდის ლეგენდაა. საერთაშორისო გარემოსდაცვითი რეგულაციები უფრო და უფრო მკაცრდება, ისევე როგორც უსაფრთხოების სტანდარტები, რაც იმ მანქანას, რომელიც გართობისთვისაა შექმნილი, მაინცდამაინც არ შეესაბამება“, — განაცხადა ოსუგამ.

მენეჯერის განცხადებით, მიატა აუცილებლად ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, რაც მის ელექტრიფიკაციას ამ ფორმით, ფაქტობრივად, გამორიცხავს. 

„მე ვერ ვიტყვი, რომ ეს გამორიცხულია, თუმცა ამ ეტაპზე ეს ტექნოლოგია ძალიან მძიმეა, ხოლო თუ MX-5-ს დავამძიმებთ, ეს ჩვენს ფანებს არ გაახარებს. მომავალში, როცა ამის შესაძლებლობა და ტექნოლოგია იქნება, დავფიქრდებით“, — განაცხადა მან. 

ოსუგას სიტყვები ემთხვევა წარსულში Mazda-ს მთავარი ტექნიკური ოფიცრის, რიუიჩი უმეშიტას სიტყვებს, რომელმაც Road & Track-ს განუცხადა, რომ მე-5 თაობის MX-5 მსუბუქ კონსტრუქციას, ატმოსფერულ ძრავასა და მექანიკურ გადაცემათა კოლოფს შეინარჩუნებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები