ელექტრომობილი, მეორადი ავტომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ 3, ტესლა მოდელ უაი, ტესლა მოდელ იქსი
Aa
Aa

Tesla-ს ეს $36 000-იანი SUV 0-დან 100-მდე 2.9 წამში ჩქარდება

Tesla უკვე დიდი ხანია ცდილობს ამერიკის ბაზარზე მომხმარებლებს ნამდვილად ხელმისაწვდომი ელექტრომობილები შესთავაზოს — საწყისი ღირებულებით $35 000. Model 3-ის გამოსვლის მიზანიც სწორედ ეს გახლდათ, თუმცა მისი ფასი შედარებით მაღალი აღმოჩნდა და დაახლოებით 37 000 აშშ დოლარიდან იწყებოდა. თუმცა, არსებობს მეორადი ავტომობილების ბაზარიც, სადაც, მართალია, „ცენტრიდან გამოყვანილი“ მანქანა არ დაგხვდებათ, მაგრამ ფასები უფრო მისაღებია.

ამ შემთხვევაში, მეორადი ავტომობილების ბაზარზე Tesla-ს სამრიგიანი Model X გამოჩნდა. ელექტრომობილის ფლაგმანური ვერსიები ახლა დაახლოებით $35 000-ის ფარგლებშია ხელმისაწვდომი და რვაწლიანი გაუფასურების გათვალისწინებით, ცუდი შეთავაზება სულაც არაა.

2018 წლის Model X P100D Bring a Trailer-ზე $36 000-ად უკვე გაიყიდა. მოდელი რვა წლისაა, რაც მის ფასსაც ხსნის, თუმცა არსებული მდგომარეობით მას მხოლოდ 42 000 კილომეტრი აქვს დაფარული. კარგი მფლობელისა და სერვისის ხელში, ეს SUV ათიათასობით კილომეტრს კიდევ უპრობლემოდ გაივლის, ასე რომ, მისი შეძენა ზედმეტი საზრუნავი არ უნდა იყოს.

სანამ Tesla-ს Plaid მოდელები გამოჩნდებოდა, P100D ავტომწარმოებლისთვის შესრულების პიკი იყო. ელექტროძრავების წყვილი Model X-ში კომბინირებულად 680 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.9 წამში აჩქარებისთვისაა საკმარისი.

ასევე იხილეთ: Tesla-ს რევოლუციური მოდელების ეპოქა სრულდება| კომპანია რობოტების წარმოებას იწყებს

მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ახალი Model X-ების გაყიდვები მკვეთრად დაეცა, რამაც ავტომწარმოებელს წარმოების შეჩერებისკენ უბიძგა. Model X-თან ერთად, მწარმოებელმა Model S სედანის გამოშვებაც შეწყვიტა. შედეგად კი, Tesla-ს რევოლუციური მოდელების ეპოქა დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკური იყო იმის გათვალისწინებითაც, რომ ახლა კომპანიისთვის ფინანსურად მოგებიანი მოდელები Model 3 და Model Y-ია. ხოლო მათ, ვისაც ამ მოდელებს მაინც Model X ურჩევნიათ, შეუძლიათ მეორადი ავტომობილების ბაზარს მიაშურონ. წესით, იმედები არ გაუცრუვდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები