ჩეხური სუპერქარი, რომელიც ვერ შედგა
ჩეხურ ავტოწარმოებაზე საუბრისას ალბათ ყველას Skoda გვახსენდება, თუმცა ამ ქვეყნის ავტოისტორიაში წარუმატებელი „სუპერქარის“ პატარა ამბავიც მოიძებნება. მასზე ინფორმაცია ძალიან მცირეა, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული და რეალურთან ახლოს რაც არის ჩვენც იმას მოგიყვებით.

2000 წელს კომპანია Innotech-მა „გიჟური“ ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც გეგმის მიხედვით მხოლოდ 25 ერთეული უნდა აწყობილიყო და მისი ფასი 150 000 დოლარი იქნებოდა. ავტომობილი General Motors-ის 8-ცილინდრიან და 6.3-ლიტრიან ძრავას იყენებდა, რომელსაც ლეგენდარულ „კორვეტშიც“ კი შეხვდებოდით. ავტომობილს 500 ცხენისძალა ჰქონდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 280 კმ/სთ-ს შეადგენდა. ინტერიერში Recaro-ს სპორტულ სავარძლებს და Momo-ს საჭესაც შეხვდებოდით, უბრალოდ 150 000-დოლარიანი „სუპერქარი“, რომელსაც სპორტულ აქსესუარების მაღაზიაში შეძენილი სავარძლები და საჭე ეყენა, მის პოტენციურ მყიდველს დიდი ალბთობით ვერ გააოცებდა. თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ მისმა დიზაინმა ყველას მოწონება დაიმსახურა. მას საკმაოდ ფუტურისტული ფორმები ჰქონდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაზე თვალში საცემი წინა საქარე მინა და ავტომობილის უკანა მხარე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 25 ერთეულის წარმოება ჰქონდა დაგეგმილი, საბოლოოდ მხოლოდ ერთ ეგზემპლარად დამზადდა, რომელსაც მფლობელი დიდი ხნის განმავლობაშიც კი არ გამოუჩნდა.