90-იანები, რეტრო, ვოლვო, ტურბო, ცხელი ჰეჩბეკი, ვოლვო 480, Pop Up მაშუქები
Aa
Aa

Volvo-ს უჩვეულო მოდელი, რომელსაც ახალგაზრდების გული უნდა მოეგო

შვედური ავტოწარმოება თავისი ხარისხითა და განსხვავებული ხედვით ყოველთვის გამორჩეული იყო. „ვოლვოს“ სახელზე უამრავი ინოვაციური, პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემებია. თუმცა ამ კომპანიის კონსერვატიულ ხედვას უამრავი ავტომოყვარული ყოველთვის ლოიალურად უყურებდა. გასული საუკუნის იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული კომპანია თავის საქმიანობას აქტიურად ეწეოდა, მის მიერ წარმოებული ავტომობილები ყველა ერთმანეთს ჰგავდა. მათვის კუთხოვანი და ბევრისთვის შეუხედავი დიზაინი იყო დამახასიათებელი. 80-იანი წლების მოდელებს ყუთის ფორმები ჰქონდა, არანაირი აეროდინამიკული და სპორტული კონტურები არ გააჩნდათ. ყველა ავტომოყვარული ამ ფაქტს შეჩვეული იყო და „ვოლვოს“ ისეთს სცემდნენ პატივს, როგორიც იყო.

ამ ყველაფრის ფონზე კომპანიამ განსხვავებული მოდელის შექმნა გადაწყვიტა, რათა იმ ავტომოყვარულების გულიც დაეპყრო, რომლებიც მოდერნისტულ დიზაინსა და შესაბამის მაჩვენებლებს საკადრისად აფასებდნენ. კომპანიამ საბაზისოდ Volvo 440/460 პლატფორმა აიღო და მსოფლიოს სრულად განსხვავებული მოდელი მოავლინა.

 1988 Volvo 480 Turbo – €6,000 | Bucketlist – enthusiast car marketplace

Volvo 480 ნიდერლანდებში იწყობოდა და Renault-ს საკვანძო აგრეგატებს იყენებდა. ეს არეული ერთობლიობა მის მომხმარებლებში ცოტაოდენ ეჭვს აჩენდა, თუმცა ხალხმა მისი მიღება მაინც შეძლო. ამ სტატიაში აღნიშნული მოდელის ყველაზე მაღალ სპეციფიკაციაზე გვექნება საუბარი, რადგან დანარჩენებისგან ის კიდევ უფრო მეტად გამოირჩეოდა.

 Opiniones de Volvo 480: 30º Aniversario

Volvo 480 Turbo „რენოს“ 1.7-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 120 ცხენის ძალას და 175 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ავტომობილის მცირე გაბარიტების და ფრანგული აგრეგატების ერთობლიობა საკმაოდ დაბალ წონას განაპირობებდა. ავტომობილის ყველაზე მაღალი სპეციფიკაცია სულ რაღაც 1080 კილოგრამს იწონიდა, შესაბამისად 480 Turbo საკმაოდ სხარტი ავტომობილი გამოვიდა. 0-100 აჩქარებას 8.3 წამში ახერხებდა. მოგეხსენებათ, რომ კომპანიას სპორტული შასის შექმნაში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, შესაბამისად მან დასახმარებლად მასზე გაცილებით გამოცდილ Lotus-ს მიმართა. „ლოტუსის“ მიერ შექმნილ დაკიდების სისტემამ ავტომობილს მეტი დამაჯერებლობა შესძინა, თუმცა საბოლოო ჯამში სუფთა სისხლის სპორტულ მანქანად მაინც არავინ აღიარებს მას.

 1990 Volvo 480 Turbo - Stone Cold Classics

ავტომობილს ინტერიერიც ისეთივე განსხვავებული ჰქონდა, როგორც გარე ვიზუალი. Turbo ვერსიას დამატებითი მაჩვენებლები ჰქონდა და სავარძლებიც მეტად სპორტული სტილის იყო. ყველაზე მეტად „ვოლვოსთვის“ არადამახასიათებელი და უჩვეულო Pop Up ფარები იყო, რომელიც ავტომობილს ფუტურისტულ გარეგნობას სძენდა. ეს ყველაფერი კი მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ბადებდა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ავტომობილი წინა წამყვანი იყო, რაც ამ კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილებისთვის აღნიშნული დროისთვის სიახლე იყო.

 A Look Back At The Volvo 480

Volvo 480 Turbo-ს ყველაფერი ჰქონდა, რასაც სხვა „ვოლვოში“ ვერ ნახავდით. ეს მოდელი იყო განსაკუთრებულად ნათელი სხივი იმ კუთხოვან მოდელებთან შედარებით, რასაც შვედური კომპანია დიდი პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელმა სპორტულ „ჰეჩბექებში“ კონკურენტების მსგავსი წარმატება ვერ მოიპოვა, ავტომოყვარულების დიდ ნაწილს დღემდე ახსოვთ.

 

მსგავსი სიახლეები