ტოიოტა, იაპონური კლასიკა, 80-იანები, ვი 12, 12-ცილინდრიანი
Aa
Aa

ერთადერთი 12-ცილინდრიანი იაპონელი

გერმანელებს BMW მე-7 სერია და Mercedes S Class-ი ჰყავთ, ამერიკელებს კი Cadillac-ი. ამ ავტომობილების დანიშნულება ფუფუნებაა და თავის მფლობელებისთვის კომფორტის ზეიმის მოწყობა შეუძლიათ.

უკვე კარგად ვიცით, რომ იაპონური ავტოსამყარო ყოველთვის ჩაკეტილია და დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით განსხვავებულია. ეს შიდა ბაზრისთვის წარმოებულ მოდელებს უფრო ეხებათ. ამ ქვეყანაში წარმოებული მოდელების უმრავლესობა ერთნაირი ნიშით არიან წარმოდგენილები - იაპონური ავტომობილები საწვავის ეკონომიური მოხმარებით, სიმსუბუქითა და გამძლეობით გამოირჩევიან. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მათაც ჰყავთ ისეთი ავტომობილი, რომელსაც ზემოთ წარმოდგენილ მოდელებთან თავის მოწონება თამამად შეუძლია და მას Toyota აწარმოებს.

 Toyota Century V12 With Just 26,000 Miles Surfaces at Auction as Ultra-Rare  Luxury Sedan - Autoblog

აღნიშნული ავტომობილი იაპონიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის და მთავრობაში მყოფი მაღალჩინოსნებისთვისაც არის განკუთვნილი. თუმცა მიუხედავად ამისა საექსპორტო მოდელებსაც აწარმოებენ, რომელთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა. მას Toyota Century ჰქვია და ეს ავტომობილი იაპონურ ავტოინდუსტრიაში ერთადერთია, რომელსაც 12-ცილინდრიანი ძრავა აქვს. იგი 280 ცხენის ძალას და 460 ნიუტონს გამოიმუშავებს. ავტომობილის წონა 2000 კილოგრამს შეადგენს. მიუხედავად ამისა იაპონური ტრადიცია აქაც დაცულია - 100 კმ მანძილზე მხოლოდ 13 ლიტრ საწვავს მოიხმარს. საეჭვოა, რომ საწვავის მოხმარება ამ ავტომობილის მფლობელებისთვის პრობლემა იყოს, მაგრამ ამ ნაციის ადამიანები ძალიან ტრადიციულები არიან, რაც ამ ავტომობილს ყველაფერში ეტყობა.

Iconic Auctioneers | 2001 Toyota Century V12-Sold 

მისი პირველი მოდელი 1967 წელს გამოუშვევს და 30 წლის განმავლობაში უცვლელი იყო, დღევანდელ ჩვენ გმირსაც იგივე ეხება, იგი 1997 წელს გამოუშვეს და 2017 წლამდე იწარმოებოდა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ ორი მოდელი შექმნეს. საუკუნე ტყუილად არ გვიხსენებია, მისი სახელიც ხომ იგივეს ნიშნავს?!

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები