პორშე, მაზდა მიატა, მაზდა მიატა ემ-ექს 5, პორშე 718 ბოქსტერი, პორშე ბოქსტერი
Aa
Aa

მოდელი, რომელმაც 90-იანებში Porsche გაკოტრებისგან იხსნა

30 წელზე მეტი ხნის წინ, გერმანული ავტომწარმოებელი Porsche სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა: წარმოებაში შექმნილი შეფერხებები, გაყიდვების კლება და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური რეცესია, სუპერქარების გიგანტს დიდ დარტყმას აყენებდა. Porsche-ს თავის გადასარჩენად გამოსავალი დაუყოვნებლივ უნდა ეპოვა. 

გერმანელებისთვის ინსპირაციის წყაროდ Mazda MX-5 Miata-ს წარმატება იქცა. Porsche მიხვდა, რომ ხელმისაწვდომ შუაძრავიან სპორტქარებს დიდი პოტენციალი ჰქონდათ, ერთდროულად ავტომწარმოებლის მემკვიდრეობასაც ინარჩუნებდნენ და თან, გაყიდვებშიც კარგ შედეგებს აჩვენებდნენ. ასე დაიბადა Boxster-ის იდეა, type 986, რომელიც ლეგენდარული Porsche 550 Spyder-ის მემკვიდრე გახდებოდა, ძველ მოდელებს (924, 944, 968) ჩაანაცვლებდა და გერმანულ ავტომწარმოებელსაც ფინანსური პრობლემებისგან იხსნიდა.

თუმცა პრობლემები მაინც რჩებოდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი, Porsche-ს მოძველებული წარმოების სისტემა იყო. იმ დროს, კომპანია ერთი ავტომობილის აწყობას 120 საათს ანდომებდა, ეს მასობრივი წარმოების ეფექტიანობისთვის საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი გახლდათ. ბიზნესის გადასარჩენად წარმოების სრული მოდერნიზაცია და დაუყოვნებლივი მოქმედება იყო საჭირო.

1992 წელს, Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვენდელინ ვიდეკინგმა, სამუშაოდ Toyota-ს ყოფილი ინჟინრები მიიწვია, რომელთაც იაპონური ავტომწარმოებლის, Just-in-Time-ს სისტემა კარგად ესმოდათ. ამ მეთოდის მიზანი წარმოების პროცესში დანაკარგების შემცირება და ეფექტიანობის ზრდა იყო. სისტემით, ნაწილების შეკვეთა-მიწოდება ისეა ორგანიზებული, რომ მუშებს საჭირო კომპონენტები ზუსტად მაშინ აქვთ ხელთ, როდესაც სჭირდებათ.

შედეგები მყისიერად დადგა: ერთი ეგზემპლარის აწყობისთვის საჭირო დრო 72 საათამდე შემცირდა, თითოეულ მანქანაზე ხარვეზების რაოდენობამ კი, 50%-ით იკლო. Porsche-მ წარმოების პროცესები მოაწესრიგა და კვლავ კონკურენტუნარიანიც გახდა. თუმცა Porsche-ს გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვა, კერძოდ კი, Boxster-სა და 911-ს შორის მსგავსებად, ენთუზიასტების უკმაყოფილება გამოიწვია.

Toyota-ს სისტემის დანერგვის შემდეგ, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, Porsche-მ 911-სა Boxter-ისთვის ერთი და იმავე ნაწილების გამოყენება დაიწყო. დაპირისპირების საგანი იყო მაშუქები, რომლებიც ერთ ბლოკში აერთიანებდა ძირითად განათებას, პარკინგისა და მოხვევის ციმციმებს. ამან წარმოების პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა, თუმცა 911-ის მოყვარულებში უკმაყოფილება გამოიწვია. ამ უკანასკნელმა 911-ის კლასიკური იერი მკვეთრად შეცვალა და საბოლოოდ, 996 ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე იაფიან Porsche-დ აქცია. რაც შეეხება Boxter-ს, მან ხელსაწყოთა პანელის, წინა დიზაინისა და შედარებით პატარა საქარე მინით, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება მაინც შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

წყლით გაგრილების სისტემის ეპოქის დასაწყისში, Boxster-ი გერმნაული ავტომწარმოებლისთვის უმნიშვნელოვანესი მოდელი იყო და 1996 წლიდან 2003 წლამდე გაყიდვებსაც ლიდერობდა. თუმცა საბოლოოდ, Porsche მოგებიანი კომპანია Cayenne-ისა და Macan-ის ქროსოვერების გამოჩენასთან ერთად გახდა. დღეს კი ამ მოდელის მომავალი კვლავ გაურკევევლია. ავტომწარმოებელმა ტრადიციული ვერსიის წარმოების დასრულებაზე გასულ წელს განაცხადა და მისი ელექტროვერსიის გამოშვებასაც დაგვპირდა. თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

მსგავსი სიახლეები