პროექტები, ბიემვი, ბიემვი მესამე სერია, ბმვ, ბიემვი ე21 320ი, ბიემვი ე21, ჩევი 350
Aa
Aa

ვიღაცამ BMW E21-ში Chevy 350 V8 ძრავა ჩადო და ახალი „მონსტრიც“ შექმნა

არსებობს პროქტები, რომლებიც უბრალოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, თუმცა შედეგი საოცარი გამოდის. სწორედ მსგავსი პროექტი ეკუთვნის დალასელ „იუთუბერს“, რომელმაც თავის ახალ ვიდეოში გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და BMW 320i E21 ლეგენდარული Chevy 350 V8-ძრავით აღეჭურვა. საბოლოოდ კი, სახეზე გვაქვს ავტომობილი, რომელმაც შესაძლოა კლასიკური მოდელების მოყვარულები გაანაწყენოს, თუმცა ადრენალინის მაძიებლებს უკმაყოფილოს ნამდვილად არ დატოვებს.

ისტორიულად, BMW E21 320i (მესამე სერიის პირველი თაობა) სიმსუბუქესთან და კომპაქტურობასტან ასოცირდებოდა. გერმანული ავტომწარმოებელი E21-ს 1975 წლიდან 1983 წლამდე აწყობდა და მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკანა წამყვანი სპორტული სედანის ფორმულის ჩამოყალიბებაში, რომელიც დღესაც მესამე სერიას განსაზღვრავს. თუმცა მიუხედავად სიმსუბუქისა და სიმარტივისა, ეს მოდელი Camaro-ს მსგავს ჟღერადობას არ გვთავაზობდა.

ეს ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა, როდესაც „იუთუბერმა“ BMW-ში Chevrolet-ის 5.7-ლიტრიანი ძრავა მოათავსა. შედეგად კი, მივიღეთ ავტომობილი, რომელიც გერმანული ძველი სტილის მახასიათებლებს ამერიკულ სტილთან იდეალურად აერთიანებს. 320i-ს კი, ტრასების მონსტრად აქცევს.

მეორეს მხრივ, ეს პროეტი საკმაოდ ლოგიკურადაა დაგეგმილი, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით: Chevrolet-მა 350 V8 ძრავა პირველად 1967 წლის Camaro-ში წარადგინა, ხოლო მოგვაინებით, აგრეგატი ამერიკულ საავტომობილო კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მაღალი ხარისხის ძრავადაც იქცა. ნაწილები იაფია და მარტივად საშოვნელი, სიმძლავრის ზრდის პოტენციალს იძლევა და რაც მთავარია, ძველი სკოლის მექანიკაა, რომელიც ყოველთვის მუშაობს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაყიდულ სტანდარტულ E21 320i-ს მოკრძალებული 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. ამავდროულად, ეს მოდელები უფრო მძიმე ბამპერებითაც იყო აღჭურვილი და დაახლოებით 1 180 კგ-ის იწონიდა. მართალია ეს Miata-სავით მსუბუქი არ გახლავთ, თუმცა მაინც საკმარისად კომპაქტურია იმისთვის, რომ მძლავრმა ამერიკულმა V8-მ მას სრულად განსხვავებული ხასიათი შესძინოს.

თუ BMW-ს ქარხნულ რავს მაღალი ბრუნები და ინერცია უყვარდა, Chevy-ს აგრეგატს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ავტომობილი წამებში ადგილიდან "მოწყვიტოს". ამ სიმძლავრით კი, ჩვენს თვალის დახამხამებაში, გერმანული ავტომობილის საბურავები უკვე ბოლავს, ხოლო მანქანა ადგილზე ტრიალებს. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, რადგან ამ BMW-ის უკანა ნაწილი უკვე კარგადაა ცნობილი იმით, რომ მოსახვევებში "ადვილად სრიალებს". ასე რომ, მსგავს პროექტს გამოცდილი და ყურადღებიანი მძღოლის სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები