ავტონომიური მანქანა, ევროკავშირი, თვითმართვადი ავტომობილები, ევროპა, ავტონომიური მართვის სისტემა
Aa
Aa

რობოტაქსები ევროპაში შემოდის | ევროპის კავშირი პროცესის დაჩქარებას ცდილობს

საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და დამატებით კიდევ 14-მა ქვეყანამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც თვითმართვადი ტრანსპორტის ტესტირების კოორდინაციას ისახავს მიზნად. აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო დააჩქარებს ევროპის მასშტაბით სრულად ავტონომიური ტექნოლოგიის განვითარებასა და დანერგვას.

ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

ევროპაში თვითმართვადი ავტომობილების მასშტაბური გამოცდა სავარაუდოდ უკვე მომდევნო თვიდან დაიწყება, რაც, რეალურად, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით შვიდი წლით დაგვიანებულია. ხელმოწერილი დეკლარაცია სწორედ ავტონომიური ტრანსპორტის საერთაშორისო, ფართომასშტაბიან ტესტირებას უჭერს მხარს.

ინიციატივის ფარგლებში ჩართული სახელმწიფოებისთვის ერთიანი ჩარჩო შემუშავდება, რაც ავტონომიური სისტემის ტესტირების პროცესსაც მნიშვნელოვნად გააფართოებს. შედეგად, თუ აქამდე, უმეტესად, ქვეყნების დონეზე მოქმედებდა საპილოტე პროგრამები, ახლა უკვე ევროპა ერთიან, კოორდინირებულ მიდგომაზე გადავა, რათა მომავალში თვითმართვადი ავტომობილების მასობრივი გამოყენებისთვის მოემზადოს.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი სწორედ ქვეყნების განსხვავებული მიდგომა იყო. ტესტირებაზე პროცესების, დამტკიცების პროცედურებისა და გზებისა თუ მონაცემთა ბაზების მიმართ სხვადასხვა მოთხოვნების გამო, კომპანიებს აღნიშნული სერვისის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გაშვება ურთულდებათ.

დეკლარაციას ხელი მოაწერეს შემდეგმა ქვეყნებმა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი და შვედეთი.

ვრცლად: Tesla-ს სრულად თვითმართვადი სისტემა ლიეტუვაში გაეშვა | რა ხდება ევროპის სხვა ქვეყნებში?

პროექტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ტვირთების გადაზიდვასა და ლოგისტიკაზე. ინიციატივაში ჩართული ქვეყნები ერთობლივად შეიმუშავებენ უსაფრთხოების საერთო სტანდარტებს და იმუშავებენ ნებართვების გაცემის გამარტივებულ პროცედურებზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები