მოდიფიცირება, მერსედეს ჯი კლასი, ტუნინგი, მერსედეს ბენცი ჯი კლასი, ჯი კლასი, მერსედესი ჯი კლასი კაბრიოლეტი
Aa
Aa

Mercedes-მა G-Class Cabrio-ს შექმნა ჯერ მხოლოდ დააანონსა და უკვე სხვებმა დაასწრეს

ახლო აღმოსავლეთის ტიუნინგ-კომპანიამ გერმანულ კომპანიას G-Class-ის კაბრიოლეტი ვერსიის დაბრუნება დაასწრო და ავტომოყვარულებს მონატრებული მოდელი შესთავაზა.

Mercedes-Benz-ი სრულიად ახალ G-Class Cabriolet-ის პროექტზე უკვე მუშაობს, თუმცა მის გამოსაშვებად გერმანელებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო. ამასობაში კი, როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთში ბაზირებულმა ერთ-ერთმა ავტომწარმოებელმა ვერ მოითმინა და G-Class-ის კარგად მონატრებული მოდელის თავისი ვერსია შემოგვთავაზა. თქვენ წინაშეა Venuum-ის ლიმიტირებული გამოშვების Mastodon V4.

ბოლო წლებში G-Class-ის ბაზაზე შექმნილი უამრავი გიჟური პროექტი ვნახეთ — მათ შორის უმეტესობა Mansory-ს მიერ შემუშავებული — თუმცა ისინი, როგორც წესი, გერმანული მოდელისთვის დამახასიათებელ ყველაზე ცნობილ დიზაინის ელემენტებს, მაგალითად, წინა მრგვალ მაშუქებს, ინარჩუნებდნენ. Venuum-ის ამ კონკრეტული მოდელის შემთხვევაში კი ეს ასე არ ხდება.

რეალურად, ამ ექსტრემალური „ოფროუდის“ შექმნისას, კარების პანელების გარდა, აბსოლუტურად ყველა გარე დეტალი შეცვალეს. მოდელის წინა მხარე განსაკუთრებით თვალშისაცემია. Mastodon V4-ს სრულიად ახალი კარბონის ბამპერი აქვს და G-Class-ისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ კვადრატულ ფორმებს ეწინააღმდეგება. შემოთავაზებულ ფოტოებზე ახალი ავტომობილის თვლების ბაზა სტანდარტულთან შედარებით მოკლე ჩანს, თუმცა რთული სათქმელია, ეს რეალურად ასეა თუ არა.

ასევე იხილეთ: Mercedes-ი G-Class-ის კაბრიოლეტ ვერსიას უშვებს | როგორი იქნება ახალი მოდელი?

ყველაზე საინტერესო ცვლილებები კი, რა თქმა უნდა, ავტომობილის უკანა ნაწილში გვაქვს. სავარაუდოდ, უკან განთავსებული შავი ნაჭრის სახურავი საჭიროების შემთხვევაში იშლება და უამინდობის დროს უკანა სავარძლებს იცავს. თუმცა ტიუნერებს ფოტოები, რომლებზეც სახურავი აწეულ მდგომარეობაში იქნება, არ გამოუქვეყნებიათ.

ცვლილებებია სალონშიც: მათ შორის, წინა და უკანა სავარძლებზე ყვითელი და შავი კომბინაციის დიზაინია, ხოლო უკანა სავარძლებს შორის უნიკალური ცენტრალური კონსოლიც დაემატა. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, კარბონისგანაა დამზადებული.

ამ ეტაპისთვის Venuum Mastodon V4-ის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. მათ შორის, კომპანიას არც წარმოების მოცულობა დაუკონკრეტებია, თუმცა გადაჭრით თქვა, რომ Mastodon V4 შეზღუდული გამოშვების მოდელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები