ჰიბრიდი, ევროკავშირი, ჩინეთი, ტარიფები
Aa
Aa

ევროპის კავშირი ჩინურ ჰიბრიდებზე ტარიფებს ამზადებს | Handelsblatt-ი

ევროპის კომისია ჩინურ ჰიბრიდულ ავტომობილებზე დამატებითი ტარიფების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Handelsblatt-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპის კავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ პლაგ-ინ ჰიბრიდებზე (PHEV) კომპენსაციური ბაჟის დასაწესებლად ემზადება.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

როგორც გერმანული გამოცემა ანონიმურ წყაროებზე (მაღალი რანგის ჩინოვნიკები და ინდუსტრიის წარმომადგენლები) დაყრდნობით წერს, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ევროპის კომისია მზადაა, ახალი რეგულაციები ძალაში დაუყოვნებლივ შევიდეს, როგორც კი ევროპული ბლოკის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა ინიციატივას მხარს დაუჭერს. თუმცა თავად ევროპის კავშირი ამ დროისთვის ოფიციალური განცხადების ან კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

Handelsblatt-ის ცნობით, ევროპის ახალი ტარიფების ინიციატივის მთავარ სამიზნეებს შორის ისეთი მსხვილი ჩინური ავტოგიგანტები მოექცევიან, როგორებიც არიან: BYD, Chery და SAIC.

მხარეებმა გადაწყვეტილება ევროპის კავშირის ლიდერებს შორის გამართული ბოლო დებატების დროს შეაჯერეს. აღნიშნული სწორედ ჩინეთთან მზარდ სავაჭრო დეფიციტსა და კრიტიკული ნედლეულისთვის – მათ შორის, იშვიათი მიწების მინერალებისთვის – აზიურ გიგანტზე დამოკიდებულების შესუსტების გზებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ევროპის კავშირმა ჩინეთში წარმოებულ სრულად ელექტრონულ ავტომობილებზე (EV) დამცავი ტარიფები ჯერ კიდევ 2024 წელს დააწესა, ახალი რეგულაციები კი, დიდი ალბათობით, ჰიბრიდულ სეგმენტზეც გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები