Aa Aa
18 მარტი 2020  |  11:05

ახალი სიცოცხლის შანსი ძველ Toyota AE86 Corolla-ს: „ჰაჩიროკუს“ პროექტი

AE86-თაობის Toyota Corolla დღეს მთელს მსოფლიოში მოთხოვნადი ავტომობილია. ის პოპულარული ფილმის Initial D-ის წყალობით გახდა. შეიძლება ითქვას, რომ 80-იანების მანქანების მიმართ ინტერესი განახლდა.

კოლინ ფროსტის  1987 წლის AE86 ისე გამოიყურება, როგორც იარაღი გზაზე. ჩვენ მოგიყვებით, როგორ აჩუქა კოლინმა თავის „ტოიოტას“ მეორე სიცოცხლე.

კოლინმა ავტომობილი 16 - სარქველიანი 4Age ძრავით, თავისი მეგობარი კრისისგან იყიდა, რომელმაც მანქანა იშვიათი გამოყენებისთვის ააწყო. ეს მანქანა პალმდეილში, კალიფორნიაში, უკანა ეზოში  იდგა, სადაც მასთან ერთად თხებიც ცხოვრობდნენ.

„ეს თხები სულ სახურავზე ძვრებოდნენ და დაბაკუნობდნენ. როცა 2011წელს ეს მანქანა ვიყიდე ვიყიდე, მას ზედ სულ თხის ნაფეხურები, დაჟანგებული საღებავი და ძალიან ბევრი დაკარგული ნაწილი ჰქონდა“. - ამბობს კოლინი. 

 

ყველაფერი ასე ცუდადაც არ იყო. მეგობრისგან ავტომობილის ყიდვა ნიშნავს, რომ მან კარგად იცოდა ავტომობილის ისტორია და მასთან დაკავშირებული კარგი მოგონებებიც ჰქონდა. ეს ავტომობილი ნამდვილად იმსახურებდა მეორე შანსს.

 

 მეგობრების დახმარებით კოლინის მანქანა ობობებისგან და თხების კვალისგან გათავისუფლდა. რამდენიმე თვეში ის დადიოდა. ახალმა მფლობელმა ავტომობილს კონსერვატიული ელემენტი დაუმატა - GReddy E-Manage ECU, რამაც ავტომობილს ჯამში 100.3 ცხენის ძალა მისცა.

იმის გათვალისწინებით, რომ ძველი „კოროლა“ კუპეა, სამნიშნა რიცხვი უკვე პატივსაცემია. ფროსტის თქმით, პროექტის ბოლოს მისი ავტომობილი 2,116 ფუნტს იწონიდა.

 კოლინმა თავისი ავტომობილის ახალი ძალები კვირის ბოლოს ბურიტოს საჭმელად წასვით მოსინჯა. ორშაბათს სამსახურშიც წავიდა, მაგრამ ეს გზა „კოროლასთვის“ ძალიან გრძელი აღმოჩნდა. მან ღერძის ორი საფენი და ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადები დააზიანა. ამას ძრავას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.

კოლინმა შეიძინა AE111-თაობის „კოროლას“ 20-სარქველიანი 4AGE ძრავა. AE111 წინაწამყვანიანი ავტომობილი იყო, ამიტომ „ჰაჩიროკუსთვის“ გამოსაყენებლად მას რამდენიმე რეკონფიგურაციის გაკეთება მოუხდა.

ამთების მანაწილებელი ახალი ძრავის წინა ნაწილში SQ Engineering-ის აღჭურვილობის დახმარებით გადაიტანა, ზოგიერთი გამაგრილებელი სითხე Techno Toy Tuning-ის  და Samco მილების დახმარებით მიმართა. ამისთვის საჭირო გახდა, რამდენიმე დამატებითი ნახვრეტის გაკეთება.

 

 

კოლინს მისი მეგობრების ენდრიუს, დენის და ჰიროს დახმარება დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი შავი 4AGE ფეხზე დაეყენებინა. 5-წლიანი შრომის შემდეგ ავტომობილი გახდა ყველაზე სრულყოფილი 20-სარქველიანი ძრავიანი მანქანა.

შედეგად, მოტორის შიდა კომპონენტები ხელშეუხებელი დარჩა, მაგრამ დაემატა DNA Motoring-ის ალუმინის რადიატორი, ინტეგრირებული ჰაერის შემწოვი სისტემით და ITG ფილტრით. Exedy-ის კონუსი ძალას სწორი მიმართულებით უშვებს.

ახალი ძრავა თავისუფლად აწარმოებს 8,000 ბრუნს წუთში და გამოსცემს შესანიშნავ ხმას.  

წლების განმავლობაში მანქანას პოლირების საშუალებით თხების კვალიც მოშორდა და  კარგი ექსტერიერის ავტომობილად იქცა. წინა ნაწილი შეიცვალა Kouki Levin-ის დიზაინით,    კაპოტი DMAX-ის მინაპლასტიკით და საბარგულზე დაემატა 1700-მილიმეტრიანი სპოილერი.

წონის შესამცირებლად ავტომობილს ასევე მინაპლასტიკის წინა ფრთები, Modiride-ის უკანა ფრთა და CBY-ის წინა ბამპერი დაემატა. ექსტერიერი მწვანე საღებავით გადაიღება.

განახლდა ინტერიერიც. ავტომობილს დაემატა კლასიკური Nardi-ს საჭე და Takata-ს ოთხ-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედი, Bride Zeta III მძღოლის სავარძელი და Techno Toy Tuning ალუმინის კარები, რომლებსაც  RSR-სტილის სახელურები აქვს.

ფროსტი არ აპირებდა მის რეკორდულ დროში გადაკეთებას, სანამ არ გაუჩნდა Ferrari 348-თან დაპირისპირების იდეა.

„შუა ძრავიან V8 ცუდ ბიჭთან დაპირისპირება ამ ავტომობილისთვის დავითის და გოლიათის ისტორიასავითაა. რაღაცას გეტყვით: „კოროლას“ მფლობელების უმეტესობა, რომლებსაც ტრასაზე ხედავთ, ნამდვილად სიამოვნებას იღებენ იმით, რომ არიან უიღბლოები. ჩვენ ვცდილობთ გამოვიმუშავოთ ნაკლები ძალა და ვაკეთოთ დიდი საქმეები. ჩემთვის ესაა ამ მანქანის მისტიკა. ბევრ სიტუაციაში ის ნამდვილად გამოსადეგია.“

იმისთვის, რომ მომაბეზრებელი „ფერარის“ წრის დრო შეემცირებინა, მანქანაში BC Racing-ის არასტანდარტული ქოილოვერი (სარქველიანი, რომელიც ავტომობილის ბორბლებს და საბურავებს შეეფერებოდა) და Battle Version-ს საკიდარი დაყენდა.

15- იანი, 7 J სიგანის Konig Rewind დისკები და 205/50/15 Nitto NT01-ის საბურავები AE86-ს  მოერგო.  სიმძლავრის გაზრდასთან ერთად, ყოველთვის საჭიროა შესაბამისი სამუხრუჭე სისტემა. ამიტომაც Techno Toy Tuning-ის არნირებული სამუხრუჭე მილები დაყენდა, Motul RBF660-ს სამუხრუჭე სითხე ჩაისხა, StopTech-ის გაძლიერებული სამუხრუჭე დგუშის სისტემა შესაბამისი სამუხრუჭე ხუნდებით  დაემატა.

ბოლო მოდიფიკაცია, რაც კოლინმა ავტომობილს გაუკეთა იყო მანქანის დიფერენციალი. მან შეარჩია Weir Performance 4.77 გადაცემათა რიცხვის მქონე კბილანა Kaaz-ის ბლოკირებასთან ერთად, რამაც „კოროლასთვის“ გზის საფართან მეტი მოჭიდება განაპირობა .

ფროსტის AE86-მა საბოლოოდ ფერარი მაინც ვერ დაამარცხა, მაგრამ შუა ძრავიან V8-ს მხოლოდ ნახევარი წამით ჩამორჩა.  

შვიდწლიანი შრომის შემდეგ ავტომობილმა კოლინისთვის სასურველ მდგომარეობას მიაღწია.

კიდევ დარჩა რამდენიმე დეტალი, რის შეცვლასაც ისურვებდა, მაგალითად, გამონაბოლქვი სისტემიდან გამოყოფილი სითბო იმხელა დოზით აღწევს ავტომობილის სალონში, რომ ხანგრძლივი მგზავრობის დროს შესაძლოა ფეხსაცმელიც დაგიდნოთ.

„მე მიყვარს, მიყვარს, მიყვარს ეს ავტომობილი და ამას ყოველი ჩაჯდომისას პლასტმასის პანელზე ხელის გადასმით ვეუბნები“. - ამბობს ფროსტი მანქანაზე, რომელსაც მეორე სიცოცხლე აჩუქა.  

გაზიარება: