დებიუტი, Toyota, LFA, GR GT, 2000GT
Aa
Aa

Toyota-ს „სუპერქარი" აქ არის! - GR GT წარმოდგენებს დაგიმსხვრევთ

წლების განმავლობაში ვიცოდით, რომ Toyota რაღაც დიდ პროექტზე ჩუმად მუშაობდა. როგორც ჭორებიდან ვიგებდით, ეს უნდა ყოფილიყო წინაძრავიანი სპორტული ავტომობილი, რომელსაც კონკურენცია Mercedes-AMG GT-ისთვის, GT3-ის სარბოლო სერიებში უნდა გაეწია. უამრავი ანონსის, რეკლამისა და სპეკულაციის შემდეგ, მანქანა, რომელსაც ყველა ელოდა, საბოლოოდ კულისებიდან გამოაგორეს: საგზაო GR GT და მისი სარბოლო ტყუპისცალი - GR GT3.

Toyota 2000GT-ისა და Lexus LFA-ს მემკვიდრის სახელი შეიძლება ორიგინალურობით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ის სერიოზული წარმადობის მქონე ავტომობილია, რომელსაც ოდესმე Toyota-ს ლოგო დაუმშვენებია. ამ მანქანას ყველა დიდი ხანი ველოდით, მაგრამ ახლა, როცა ის გამოჩნდა და თვალი შევავლეთ, გვეუფლება გრძნობა, რომ ლოდინი ამად ნამდვილად ღირდა. 



GR GT სპეციალურ ალუმინის ჩონჩხზეა აგებულია და კორპუსზე ნახშირბადის ბოჭკოთი (კარბონით) გამაგრებულ პლასტმასის ნაწილებს იყენებს. Toyota-ს ყველა მახასიათებელი ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა განაცხადეს, რომ წონაში 1 750 კგ „ან ნაკლები", ხოლო წინა და უკანა ღერძებზე მისი განაწილება 45:55-თან იქნება.

ყველა ცნობა იმის შესახებ, რომ GR GT-ს ახალი არქიტექტურის მქონე 4.0-ლიტრიანი, ორ ტურბინით აღჭურვილი V8 ძრავა ექნებოდა - სიმართლე აღმოჩნდა. ეს ძრავა მშრალი საპოხი სისტემით არის წარმოდგენილი (ე.წ. მშრალი კარტერი), 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი უკანა ნაწილში აქვს განთავსებული. ეს უკანასკნელი სპეციალურად ამ მოდელისთვის შეიქმნა. სიმძლავრე კი უკანა საბურავებზე ნაწილდება.

რაც შეეხება მონაცემებს, Toyota ამბობს, რომ GR GT 641 ცხენის ძალას „ან მეტს" გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი კი 850 ნიუტონ-მეტრს შეადგენს. გეტყვით იმასაც, რომ სახელოვან V8-ს, ტურბინებთან ერთად, ელექტროძრავაც ეხმარება. მაღალი ალბათობით, საქმე ძალზედ ფიცხ ავტომობილთან გვაქვს. 

ვიზუალურად, GR GT დაბალდაწვენილი პროფილით, უზარმაზარი კაპოტითა და აგრესიული მაშუქებით გამოირჩევა. შესაძლოა სტილი, კონკურენტებთან შედარებით, უფრო აგრესიულადაც მოგეჩვენოთ, რაც სარბოლო ფესვებისა და ლეგენდარული ხაზის (2000GT, LFA) დამსახურებაა. მანქანა წინ 20-დუიმიანი 265/35, ხოლო უკან 325/30 ზომის საბურავზე დგას.

აჩქარება? Toyota-ს დაზუსტებით არც ამასთან დაკავშირებით განუცხადებია რაიმე, მაგრამ აღნიშნეს, რომ „სუპერქარის" მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ზე მეტი იქნება. 

ბუნებრივია, რომ GR GT Toyota-ს სხვა მოდელებისგან სალონითაც გამოირჩევა. წითელი ტყავითა და ალკანტარით გაფორმებული სალონი ციფრულ მაჩვენებელთა დაფასა და მულტიმედიის სისტემას მალავს, რომლებშიც უნიკალური გამოსახულებებია ჩაწერილი. 

Toyota-ს განცხადებით, როგორც GR GT, ისე GR GT3 ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო დეტალები წარმოებამდე კიდევ შეიცვლება. ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საიდუმლოა. ოფიციალური მიწოდება კი 2027 წელს უნდა დაიწყოს. 

მსგავსი სიახლეები