იტალიელებმა ეს უნიკალური მოდელი სერიული წარმოების ავტომობილად აქციეს
იტალიელმა დიზაინერმა უნიკალური სუპერქარი წარადგინა, რომელიც Chevy-ის V8 ძრავისა და დიდი ხნის წინ მივიწყებული Ferrari-ის საპატივსაცემოდ შეიქმნა. ეს იტალიელების მიერ შექმნილი, shooting brake-ის სტილის სუპერქარია, რომელიც არასტანდარტული სილამაზით გამოირჩევა.
საიდან მოდის შთაგონება? ამ მოდელს ფრანგულად breadvan-ს ან camionnette-ს უწოდებენ. როგორც ჩანს, ეს ტერმინი ლე მანში წარმოიშვა და ლეგენდის თანახმად, ამ სტილის ავტომობილებს დამოკლებული უკანა ნაწილის გამო შეარქვეს, რომელსაც მცხობელების მანქანას ამსგავსებდნენ. თუმცა რეალური შთაგონების წყარო Ferrari-დან, კერძოდ კი, 250-დან მოდის.

1962 წელს იტალიელმა ინჟინერმა ჯოტო ბიძარინიმ ლე მანისთვის 250 GT SWB Breadvan-ი შექმნა - სწორედ ის მოდელი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. დაახლოებით 60 წლის შემდეგ, იტალიელმა ავტომწარმოებელმა, ErreErre Fuoriserie-მა, გადაწყვიტა ამ უნიკალური Ferrari-სთვის პატივი მიეგო და ახალი მოდელიც შექმნა.
ისინი მას ForGiotto-ს უწოდებენ, ისევე როგორც ჯოტო ბიძარინის. საინტერესოა, რომ ErreErre-მა ავტომობილის შემსუბუქებაც გადაწყვიტა და ძრავად ამერიკული Chevy-ის V8 შეარჩია. და ეს შემთხვევითი გადაწყვეტილება არ არის, რადგან მათ მიერ არჩეული ძრავა 327 Small Block V8-ია.

ეს იგივე ძრავაა, რომელსაც 1960-იანი წლების GM-ის ავტომობილებში ვხედავთ. ErreErre-ს თანახმად, სუპერქარს 400 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ავტომობილი სერიული წარმოების იქნება, თუმცა უცნობია, თუ რამდენ ერთეულად გეგმავს კომპანია მის გამოშვებას.
მოდელის ფასი 690 000 ევროდან განისაზღვრება, რაც 804 000 აშშ დოლარის ეკვივალენტურია. მიწოდება კი, 2026 წლის აგვისტოდან დაიწყება.