ეს იუ ვი, მდიდრული მანქანები, ზიკერი, ზიკერ 9იქსი, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

2.9-ტონიანი, მდიდრული და მძლავრი Zeekr 9X ევროპული ბაზრისკენ მოემართება

ეს Zeekr 9X Super Hybrid-ია. ის არ გახლავთ უბრალოდ დიდი, პრემიუმ კლასის SUV, რომელიც სხვა დიდ, პრემიუმ SUV-ებს უწევს კონკურენციას. ეს არის გიგანტური მდიდრული ქროსოვერი, რომელიც სიგრძით Range Rover-ს არ ჩამოუვარდება, ხოლო წონით ნებისმიერ სატვირთოს გაეჯიბრება.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ავტომობილი ჩინეთის ბაზარზე 2025 წლიდან იყიდება, ამჯერად კი Zeekr-მა გამოაცხადა, რომ 9X Super Hybrid-ი ევროპისკენაც მიემართება. როგორც დახვეწილ ჩინურ მდიდრულ ავტომობილს შეეფერება, მის უზარმაზარ კორპუსში ტექნოლოგიების მთელი არმიაა ჩატენილი.

მაგალითად, ძალური აგრეგატი... რომელიც ევროპისთვის ოდნავ „შერბილებულია“ იმ სამძრავიან მხეცთან შედარებით, რომელსაც ჩინეთში ყიდიან. ევროპელ მომხმარებლებს მოუწევთ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ორძრავიანი ელექტრო-სისტემით — თითო ელექტროძრავით თითოეულ ღერძზე — 55.1 კვტ/სთ მოცულობის ელემენტით, 900-ვოლტიანი არქიტექტურითა და 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოძრავით.

როგორც ჩანს, ეს ელექტროენერგიაზე ორიენტირებული ჰიბრიდი იქნება, სადაც ბენზინის ძრავა გენერატორის როლს შეასრულებს. Zeekr-ი აცხადებს, რომ მხოლოდ ელექტროენერგიით სვლის მარაგი „სულ რაღაც“ 178 კილომეტრია, თუმცა კომბინირებული სვლის მარაგი 737 კილომეტრს აღწევს, ხოლო ელემენტის 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვა (შესაბამისი დამტენის არსებობისას) 9.5 წუთშია შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, გავლილი მანძილი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ცხენის ძალას „გაათავისუფლებთ“ — ავტომობილი 885 ცხენის ძალასა და 935 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. მას 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4.1 წამში შეუძლია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ს უახლოვდება. ავტომობილისთვის, რომელიც 2.9 ტონას  იწონის, ეს ძალიან მაღალი სიჩქარეა.

კომპლექტაციაშია ადაპტური პნევმატური დაკიდება მრავალფეროვანი რეჟიმებით, 6-ადგილიანი სალონი, მასაჟის, ვენტილაციისა და გათბობის ფუნქციის მქონე სავარძლები, ხმაურის აქტიური ჩახშობის სისტემა, ძვირფასი მასალები და აბსოლუტურად ყველა ტექნოლოგია, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ.

Zeekr-ი ირწმუნება, რომ 9X-ს აქვს 47-დუიმიანი პროექციული ეკრანი, რომელიც ნავიგაციას, სიჩქარეს, „ბრმა ზონის“ კამერის გამოსახულებასა და სხვა ინფორმაციას პირდაპირ მძღოლის თვალთახედვის არეში აქცევს. სალონის ცენტრში იხილავთ უზარმაზარ წყვილ OLED ეკრანს, რამდენიმე ფიზიკურ ღილაკს და... ჭერში ერთ17-დუიმიან OLED ეკრანს, ყოველი შემთხვევისთვის, რომელიც ჩამოიწევა და სალონს ნამდვილ კინოთეატრად აქცევს.

Zeekr-ი დიდხანს საუბრობდა ბრიტანეთის ბაზარზე შესვლაზე — როგორ ფიქრობთ, შეძლებს ეს გიგანტი, აჯობოს თვით Range Rover-ს მისსავე მიწაზე?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები