რას უპირებს Pirelli ავსტრალიის გრან პრიზე გამოუყენებელ საბურავებს
კორონოვირუსის გამო ავტრალიის ჩასატარებლად მომზადებული გრან პრი გაუქმდა. ზარალი საბურავების მწარმოებელ იტალიურ კომპანია Pirelli-საც მიადგა.
ყველა რბოლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი საბურავებია, რომელსაც ფორმულა 1-ს „პირელი“ აწვდის. ასევე პასუხისმგებელია, რომ ბოლიდებზე საბურავები დამაგრდეს. კორონავირუსის გამო ავტრალიის გრან პრის გადადების შემდეგ, „პირელის“ 1800 საბურავის ჩამოწერა მოუწია.
„ჩვენ საბურავების დაყენება ხუთშაბათს საღამოს დავასრულეთ, შემდეგ კი ყველაფრის დემონტაჟი მოგვიწია“.- თქვა „პირელის“ სარბოლო მენეჯერმა მარიო იზოლამ.
ვიცი, რასაც ფიქრობთ: რატომ არ შეინახეს საბურავები შემდეგ რბოლაზე გამოსაყენებლად? ასე მარტივადაც არაა საქმე. ევროპის გარეთ რბოლებისთვის, „პირელი“ საბურავებს ტრანსპორტირებისთვის დემონტაჟს უკეთებს და ეს მათ ხელახალი გამოყენებისთვის საშიშს ხდის.
„იმ დროს, როცა საბურავს დისკიდან ვხსნით, იგი დეფორმაციას განიცდის. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ დარწუმებულები არ ვართ, რომ საბურავი თავიდან მოერგება, რადგან ამ საბურავებზე მოქმედი ძალა ძალიან დიდია. არ გვინდა გავრისკოთ“.- ამბობს იზოლა.
ასე რომ, რა ბედი ელის 1800 გამოუყენებელ საბურავს? მათ უბრალოდ არ ყრიან. „პირელი“ მათ პრესავს, შემდეგ დიდ ბრიტანეთში აგზავნის, სადაც მას ამუშავებენ და ქარხანაში ცემენტად აქცევენ.
რიცხვები შესაძლოა ძალიან დიდად მოგეჩვენოთ, მაგრამ „პირელი“ ნორმალური სარბოლო კვირის შემდეგაც 560-ამდე საბურავს გადასამუშავებლად უშვებს. ეს არის საბურავები სველი ტრასისთვის და იმ შემთხვევაში, თუ არ გაწვიმდება, ისინი გამოუყენებელი რჩება.
„მომავალში, რადგან ჩვენ მხოლოდ ერთი მომმარაგებელი გვყავს და დისკების სტანდარტული დიზაინი გვაქვს, შევეცდებით ერთად ვიმუშაოთ და ვიპოვოთ გზა, როგორ გამოვიყენოთ საბურავები თავიდან. რა თქმა უნდა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ არ ვრისკავთ“. - „პირელის“ სარბოლო მენეჯერი.