ჩინეთი, ელექტრომობილები, ავტოწარმოება
Aa
Aa

ევროპაში ჩინური ავტომობილების წარმოება შესაძლოა 1.5 მილიონ ერთეულამდე გაიზარდოს

ევროპაში ჩინური ავტომობილების ფართომასშტაბიანი წარმოება ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, თუმცა, დიდი პოტენციალი აქვს. არსებული პროგნოზებით, 2035 წლისთვის, რეგიონში ჩინური მარკების ავტომობილების ყოველწლიური წარმოება შესაძლოა 1.5 მილიონ ერთეულამდე გაიზარდოს. 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

Global Mobility-ის შეფასებით, 2026 წელს, ევროპაში, ჩინური კომპქაანიების — მათ შორის,  BYD-ის, Leapmotor-ისა და Chery-ის — 90 000-მდე ერთეული ავტომობილი იწარმოება. წარმოების პროცესი, როგორც ახლად აშენებულ, ასევე უკვე არსებულ და ნაკლებად დატვირთული ქარხნებში მიმდინარეობს. ამავე პროგნოზებით, 2035 წლისთვის ევროპაში ჩინური მარკების ადგილობრივი წარმოება 1 მილიონამდე, ხოლო 2035 წლისთვის, 1.5 მილიონ ავტომობილამდე გაიზრდება. 

ამის პარალელურად, ევროპელ მაღალჩინოსნებს სურთ, რომ ევროპის ქვეყნებში ავტომობილების წარმოებისას, ჩინურმა კომპანიებმა მხოლოდ ჩინეთიდან იმპორტირებული კომპონენტები არ გამოიყენონ. ამისთვის კი, ამ კომპანიებსა და ევროპის ადგილობრივ მიმწოდებლებს შორის, პარტნიორობების გაღრმავებაა საჭირო. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურება Industrial Accelerator Act-ი (IAA), რომელიც ევროპის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებასა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. დეტალები ამ ეტაპზე კვლავ განხილვის პროცესშია, თუმცა მოსალოდნელია, რომ კანონპროექტით, ევროპაში წარმოებულ ავტომობილებში ადგილობრივი კომპონენტების გამოყენებაზე გარკვეული კვოტები დაწესდება. 

ეკონომისტების შეშფოთებით, მსგავს რეგულაციების არარსებობის შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ ჩინურმა კომპანიებმა ევროპის ბაზარზე მხოლოდ  ჩინური კომპონენტების ასაწყობი ქარხნები გახსნან. ეს კი, ევროპის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. განსაკუთებით იმის ფონზე, რომ ჩინური კომპანიები რეგიონში უკვე გააქტიურებულები არიან. მატალითად, BYD-ს უნგრეთში მდებარე ქარხანა მალე ექსპლუატქციაში შევა, პარალელურად კი, ჩინური კომპანია ესპანეთშიც განიხილავს ქარხნის მშენებლლობას და წარმოების დაწყებას. 

ჩინური კომპანიების მხრიდან, ევროპაში წარმოევბის დაწყების  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფების თავიდან აცილებაა. თუმცა თუ ევროპის კავშირი ადგილობრივ წარმოებაზე დამატებით შეზღუდვენს დააწესებს, მაშინ ჩინურ კომპანიებსაც რეგიონში ინვესტიციების მიზანშეწონილობის გადაფასება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები