ელექტრომობილები, ბიემვი, ბეემვე, ევროპა
Aa
Aa

BMW-მ 2 მილიონი ელექტრომობილი უკვე გაყიდა და ევროპული ბაზარი მეტს ითხოვს...

BMW-ს ელექტრიფიკაციის გეგმამ მნიშვნელოვანი ისტორიული მიჯნა გადალახა. პირველი i3-ის გამოჩენიდან თითქმის 13 წლის შემდეგ, გერმანულმა გიგანტმა მომხმარებელს მეორმილიონე სრულიად ელექტრო ავტომობილი გადასცა.

ასევე იხილეთ:  8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს 

საიუბილეო, ავტომობილი BMW i5 M60 xDrive გახდა, რომელიც დინგოლფინგის ქარხანაში აეწყო და ესპანეთში მცხოვრებ მფლობელს ჩაბარდა. თუ ამ ციფრებს Plug-in ჰიბრიდებსაც (PHEV) დავუმატებთ, BMW Group-ს 2013 წლის შემდეგ ჯამში 3.5 მილიონზე მეტი ელექტრიფიცირებული ავტომობილი აქვს გაყიდული.

ევროპა ელექტრობუმის ეპიცენტრშია

BMW-ს ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას დიდწილად ევროპული ბაზარი განაპირობებს. 2026 წლის მეორე კვარტალში ევროპაში BMW-ს BEV-მოდელების გაყიდვები 38%-ით გაიზარდა და 81 445 ერთეულს მიაღწია. ამავდროულად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ევროპაში გაყიდული ყოველი მეოთხე BMW სრულიად ელექტრომობილი იყო (დაახლოებით 28%).

ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალმა Neue Klasse iX3-მა, რომელზეც შეკვეთების რაოდენობა უკვე 100 000-ს უახლოვდება. ევროპაში შეკვეთილი ყოველი მესამე ელექტრო BMW სწორედ iX3-ზე მოდის.

ამავდროულად, მიუნხენის ქარხანაში უკვე დაიწყო ახალი ელექტრო i3 სედანის სერიული წარმოება, ხოლო 2027 წლის გაზაფხულზე შოურუმებში პირველად გამოჩნდება სრულიად ელექტრო iX5-იც. ატლანტის ოკეანის გაღმა ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. აშშ-ში ფედერალური საგადასახადო შეღავათების გაუქმების შემდეგ, მეორე კვარტალში ელექტრომობილების გაყიდვები მთელი ინდუსტრიის მასშტაბით 20%-ზე მეტით შემცირდა.

BMW-ს მონაცემებიც ამას ადასტურებს — ჩრდილოეთ ამერიკაში დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები 22.9%-ით გაიზარდა, თუმცა სრულიად ელექტრო მოდელების მოთხოვნა 18.1%-ით შემცირდა. ხოლო ელექტრო-ქროსოვერ BMW iX-ის გაყიდვები წლის დასაწყისიდან თითქმის 50%-ით არის შემცირებული.

საერთო ჯამში, BMW-ს ელექტრომობილების გაყიდვების დინამიკა აშკარად აჩვენებს ორ განსხვავებულ რეალობას — ევროპაში ელექტრიფიკაცია სწრაფი ტემპით გრძელდება, ხოლო ამერიკელი მომხმარებელი კვლავ შიგაწვის ძრავებსა და ჰიბრიდებს ანიჭებს უპირატესობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები