მაზერატი, ფილმები, ჰოლივუდი, ალ პაჩინო, ენტონი ჰოპკინსი, ჯესიკა ალბა, ენდი გარსია, მაზერატი: ძმები
Aa
Aa

Ferrari-სა და Lamborghini-ს შემდეგ, ჰოლივუდურ ფილმს Maserati-ზეც ვიხილავთ

Ferrari-სა და Lamborghini-ს შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმების შემდეგ, რიგში კიდევ ერთი ლეგენდარული იტალიური ბრენდია — ჰოლივუდში Maserati-ს დაარსების ისტორიაზე მხატვრულ ფილმს იღებენ. Maserati: The Brothers (მაზერატი: ძმები) მაყურებელს იმ ძმების შესახებ მოუყვება, რომლებმაც 1914 წელს საავტომობილო ისტორია შეცვალეს.

მიუხედავად იმისა, რომ Maserati დღეს გარკვეულ ფინანსურ და სტრატეგიულ სირთულეებს განიცდის, ბრენდის ისტორია სავსეა დრამატული და დიდებული მომენტებით. ახალ ფილმში ჰოლივუდის ნამდვილი გიგანტები მონაწილეობენ. სამსახიობო შემადგენლობაში ვხედავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ენტონი ჰოპკინსი, ალ პაჩინო, ენდი გარსია და ჯესიკა ალბა. ძმები მაზერატების როლებს იტალიელი მსახიობები — სალვატორე ესპოზიტო, მატეო ბასი, მიკელე მორონე და ლორენცო დე მოორი შეასრულებენ.

რას უნდა ველოდოთ ფილმისგან?

ფილმის სიუჟეტი ასახავს მაზერატების ოჯახის გზას 1914 წლის დამფუძნებელი ნაბიჯებიდან ლეგენდარულ იტალიურ ბრენდად ქცევამდე, სადაც მათ კონკურენცია უწევდათ ისეთ გიგანტებთან, როგორებიც Ferrari და Lamborghini არიან.

თრეილერიდან ირკვევა, რომ სიუჟეტის დიდი ნაწილი დაეთმობა ძმების ურთიერთობასა და ავტოსპორტს — მათ შორის 1939 და 1940 წლებში Indianapolis 500-ის ლეგენდარულ რბოლებში მოპოვებულ გამარჯვებებს. ფილმში ასევე ნახავთ ემოციურ მომენტებს, სახიფათო ინციდენტებსა და ავარიებს.

ფილმის პროდიუსერი ანდრეა იერვოლინოა, რომელმაც ასევე იმუშავა ფილმებზე Ferrari და Lamborghini: The Man Behind the Legend, ხოლო რეჟისორი — რობერტ მოვრესკოა. ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა კინოთეატრებში მას "მალე" ელიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები