პოლიცია, მადრიდის რეალი, სიმთვრალე, ჯარიმა, რაულ ასენსიო
Aa
Aa

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს სიმთვრალის გამო ავტომობილის მართვა აეკრძალა

მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, რაულ ასენსიოს, მოედანს გარეთ სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნა. ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, ფეხბურთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაში.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ფეხბურთელის ავტომობილი შეამოწმა და მძღოლის სისხლში ალკოჰოლის შემცველობამ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა.

საქმე სწრაფი სასამართლო პროცესის წესით განიხილეს. ასენსიომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შედეგადაც მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ფეხბურთელს ავტომობილის მართვის უფლება 8 თვის ვადით ჩამოერთვა და ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლებს ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ესპანური მედიის ცნობით, კლუბში მსგავსი შიდა დისციპლინური დარღვევები მიუღებლად ითვლება და არ არის გამორიცხული, ფეხბურთელს შიდა კლუბური სანქციებიც დაეკისროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები