ჩინეთი, ხელოვნური ინტელექტი, ავტოწარმოება, ჩერი
Aa
Aa

ჩინეთში ავტომობილებს იმდენად სწრაფად ქმნიან, რომ ქვეყანაც კი, ტემპის შენელებას ითხოვს

ჩინური ავტომწარმოებლების მიერ ახალი მოდელების შექმნის სისწრაფით უკვე თავად ქვეყნის მარეგულირებლებიც შეშფოთდნენ. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლოა ახალი ავტომობილის წარმოებისთვის საჭირო დრო კიდევ უფრო შეამციროს, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ განვითარების დაჩქარება უსაფრთხოების ხარჯზე მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ჩინეთში ახალი ავტომობილის განვითარების საშუალო ციკლი დაახლოებით ორი წელია. ეს კი მაშინ, როდესაც მათ დასავლელ კონკურენტებს მსგავსი პროცესისთვის, როგორც წესი, 3-5 წელი სჭირდებათ. როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, IAT Automobile Technology-სა და ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ დიდი შანსია, ეს პროცესი დააჩქაროს და ახალი ავტომობილის შექმნის ვადა დაახლოებით 18 თვემდე დაიყვანოს.

ჩინური კომპანიების უპირატესობას უკვე უცხოელი ავტომწარმოებლებიც აღიარებენ. ზოგიერთიც თავადვე იყენებს ჩინურ ტექნოლოგიას და განვითარების გამოცდილებას. მაგალითად, Renault-მა ახალი Twingo E-Tech-ი ჩინეთში შექმნა, სულ რაღაც 21 თვეში შექმნა, ხოლო Volkswagen-ისა და ჩინური Xpeng-ის თანამშრომლობით შემუშავებული ID.UNYX 08-ის განვითარებას სულ რაღაც 24 თვე დასჭირდა.

თუმცა, ავტოწარმოების ტემპის დაჩქარებასთან ერთად, ჩინეთში უფრო აქტუალური ხდება კითხვა, თუ რამდენად უსაფრთხოა ეს პროცესი?

ჩინეთის მმართველობამ ბოლო წლებში ავტომობილების ბატარეების, მძღოლის დამხმარე სისტემებისა და კარის სახელურების შემუშავებისთვის მოთხოვნები გაამკაცრა. ამის საფუძვლად რამდენიმე, მათ შორის ფატალურად დასრულებული შემთხვევა იქცა. ახლა კი ჩინეთში ავტომობილების უსაფრთხოების შემოწმების 1-წლიანი კამპანიაც დაიწყო, რომელიც მოულოდნელ ინსპექტირებებსაც მოიცავს.

თუმცა, როგორც მარეგულირებლები აცხადებენ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია კომპიუტერული მოდელირებისა და ვირტუალური შემოწმებების დაჩქარება, თუმცა რეალურ პირობებში ხანგრძლივი ტესტირება მაინც აუცილებელია. ამ მოსაზრებას ჩინური ავტომწარმოებლების ნაწილიც იზიარებს. მაგალითად, Chery-ს ვიცე-პრეზიდენტის, ლი სუეიონგის, განცხადებით, ავტომობილებს სხვადასხვა კლიმატსა და გზებზე უწევთ მუშაობა, რისი შემოწმებაც მათ გაშვებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს. შესაბამისად, არსებობს მანქანების ტესტირების ეტაპები, რომელთა გამოტოვებაც უსაფრთხოების ხარჯზე არ შეიძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები