მშენებლობა, თბილისი, თბილისის მერია, ტრამვაი
Aa
Aa

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული კომპანია EYE განახორციელებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს შორის ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

„იდეიდან და დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის და ჩემი თანამშრომლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. მას სჭირდება დაგეგმვმა, ფინანსები, დრო, პროფესიონალების ჩართულობა და პოლიტიკური ნება, რომ დაგეგმილი საქმე ბოლომდე მიიყვანო.

გვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ რომ ის არის სწრაფი, კომფორტული და საიმედო. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება“, — განაცხადა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია, რომ დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build მოდელით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას. პროექტის დასრულებისთვის 36-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, EmreRay-ს განხორციელებული აქვს სტამბოლის ემინონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის პროექტი, რომელიც ლიანდაგებისა და საკონტაქტო ელექტროგაყვანილობის მოწყობას მოიცავდა.

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში EmreRay-ის ერთობლივმა საწარმომ სამუშაოების შესრულება 287 654 321 ლარად შესთავაზა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, 416.6 მილიონ ლარზე, დაახლოებით 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები