ჰონდა, ჩინური ავტომობილები, ხარისხი
Aa
Aa

Honda ჩინური ავტომწარმოებლების ტემპების დასაწევად ხარისხისა და საიმედოობის გაწირვას არ აპირებს

ჩინელი ავტომწარმოებლების მხრიდან მზარდი კონკურენციისა და ბაზრის სწრაფი ტემპის მიუხედავად, Honda აცხადებს, რომ ავტომობილების შემუშავების სიჩქარის გამო ხარისხსა და სანდოობას არასდროს უღალატებს. დღესდღეობით, როდესაც ახალი ავტომობილები სავსეა რთული პროგრამული უზრუნველყოფითა და ელექტრონული სისტემებით, ბევრი ბრენდი ხარისხის კონტროლის პრობლემებს აწყდება. თუმცა, იაპონური გიგანტი დარწმუნებულია, რომ თავის მთავარ ღირებულებას — სანდოობას — შეინარჩუნებს.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda

American Honda-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიას არ სურს განვითარების სისწრაფეს მომხმარებლის ნდობა შეწიროს:

„ტექნოლოგიური ცვლილებები, განსაკუთრებით პროგრამულ უზრუნველყოფაში, დღეს ძალიან სწრაფად ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს კონკურენცია ჩინეთსა და ინდოეთთან პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის დამხმარე სისტემების კუთხით, თუმცა ამ შეჯიბრში პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ვინ არის Honda?“, — განაცხადა ფუჯიმურამ. 

Honda Motor-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, Honda-ს ხარისხის დეპარტამენტი სრულიად გამოყოფილია წარმოებისა და ინჟინერიის სხვა განყოფილებებისგან. ეს ნიშნავს, რომ ხარისხის კონტროლი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას და ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია ამ დამოუკიდებელი დეპარტამენტის მკაცრ ფილტრს გადის.

იაპონური ბრენდის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ თუ ბაზარზე გამოსვლის შემდეგ მაინც იჩენს თავს რაიმე ხარვეზი, გადამწყვეტია მომხმარებლისთვის პრობლემის მყისიერი აღმოფხვრა. ხარვეზის აღმოფხვრის დაგვიანება ბრენდის რეპუტაციას უდიდეს დარტყმას აყენებს, განსაკუთრებით ევროპისა და აზიის ბაზრებზე, სადაც მომხმარებელს ალტერნატივის არჩევა ძალიან მარტივად შეუძლია. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ბევრი ავტომწარმოებელი ბაზარზე ნაჩქარევად უშვებს "ნედლ" პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებს, Honda რჩება თავისი ტრადიციული ფილოსოფიის ერთგული — ხარისხი და სანდოობა უპირველეს ყოვლისა.

მსგავსი სიახლეები