მერსედესი, სედანი, მერსედეს ეს-კლასი, ვი 8, მდიდრული მანქანები
Aa
Aa

მერსედესმა ახალი S-Class-ი წარადგინა — ფოტოები

პირველი თაობის დებიუტიდან 50 წლისა და შვიდი თაობის შემდეგ, შტუტგარტულმა გიგანტმა 2027 წლის Mercedes-Benz S-Class-ი წარადგინა. გერმანული ბრენდის ახალი ფლაგმანი ტრადიციულად BMW 7-Series-ისა და Audi A8-ის მთავარი კონკურენტი იქნება, ხოლო მოგვიანებით მოსალოდნელია Maybach-ის კიდევ უფრო ექსკლუზიური ვერსიების გამოჩენაც. სადილეროებში ახალი S-Class-ი 2026 წლის ბოლოს გამოჩნდება.

ასევე იხილეთ: 7 ინოვაცია, რომელიც Mercedes-მა ავტოსამყაროს აჩუქა

ექსტერიერი და ინტერიერი

ახალმა S-Class-მა ექსტერიერის სერიოზული განახლება მიიღო — განახლდა ცხაურა და კაპოტზე განათებული Mercedes-ის ემბლემა. აღსანიშნავია Digital Light „Twin Star“ სისტემაც: Micro-LED ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი ჩიპის წყალობით, მაღალი რეზოლუციის განათების არეალი 40%-ით გაიზარდა.

ავტომობილს სტანდარტულად მოჰყვება AirMatic პნევმატური დაკიდება ჭკვიანი ამორტიზაციით და უკანა თვლების 4.5-გრადუსიანი მოხვევის სისტემა (სურვილისამებრ ხელმისაწვდომია 10-გრადუსიანი სისტემაც).

ინტერიერში კი Mercedes-მა კომფორტისა და უსაფრთხოების თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია — აქ ვხვდებით გათბობად უსაფრთხოების ღვედებს, სტანდარტულ Burmester 3D Surround Sound აუდიოსისტემას, სავარძლების სწრაფ გათბობა/ვენტილაციაც, გათბობად იდაყვის დასასვენებლებს, ოთხზონიანი კლიმატ-კონტროლის Digital Vent Control სისტემას, უკანა უსაფრთხოების ბალიშებსა და უსადენო დამმუხტველებს.


უკანა მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია MBUX-ის 13.1-დუიმიანი ეკრანები, ხოლო მძღოლი მიიღებს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტსაც, რომელიც ნავიგაციასა და მულტიმედიის მართვაში დაეხმარება. უსაფრთხოებას, ტრადიციულად დიდი ყურადღება დაეთმო — სალონში 15-მდე უსაფრთხოების ბალიშია დამონტაჟებული.

V8 ცოცხალია!

2027 წლის S-Class-ისთვის მყიდველებს ძალური აგრეგატის სამი არჩევანი ექნებათ — 3.0-ლიტრიანი ტურბო MHEV: ერთრიგა 6-ცილინდრიანი მაილდ-ჰიბრიდი (442 ცხ.ძ. / 640 ნმ), ამავე ძრავის ბაზაზე შექმნილი დამუხტვადი ჰიბრიდი და სრულად ახალი 4.0-ლიტრიანი Biturbo V8, რომელიც ჯამურად 530 ცხენის ძალასა და 750 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.


Mercedes-მა პერსონალიზაციის ახალი პროგრამაც წარადგინა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ავტომობილი მაქსიმალურად მოარგოს საკუთარ გემოვნებას. არჩევანი მოიცავს ექსტერიერის 150-ზე მეტ საღებავს და ინტერიერის ფერების 400-მდე კომბინაციას.

მსგავსი სიახლეები